ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სავარაუდოდ, ქართული სტენდი არ იქნება - ქეთი დუმბაძე

29.09.23 22:53
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სავარაუდოდ, ქართული სტენდი არ იქნება - ქეთი დუმბაძე

მწერალთა ბოიკოტის გამო, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი, სავარაუდოდ, წელს არ იქნება - ინფორმაცია თავდაპირველად "პუბლიკამ" გაავრცელა.

რისკი არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით საბოლოო დასკვნა არ არის. შემიძლია გითხრათ და გთხოვოთ, რომ ეს კითხვები დაუსვათ იმ ადამიანებს, ვინც არის ბოიკოტის რეჟიმში. არის თანხა მწერალთა სახლის ანგარიშზე, ფრანკფურტის ბიუჯეტი და მივწერე, რომ მზად ვართ, ყოველ წუთს ხელშეკრულება დავდოთ და ეს თანხა გადავუმისამართოთ - აღნიშნა ქეთი დუმბაძემ.

2023 წელს ბაზრობაში მონაწილეობა სამ ქართველ მწერალს, თამთა მელაშვილს, ეკა ქევანიშვილსა და აბო იაშაღაშვილს უნდა მიეღოთ, თუმცა დირექტორის პოზიციაზე ქეთი დუმბაძის დანიშვნის შემდეგ ისინი მწერალთა სახლთან აღარ თანამშრომლობენ.

 

 

მსგავსი სიახლეები