არჩევნებზე რუსები უნდა ჩამოეყვანა საქართველოში - რა დავალება ჰქონდა ყოფილ პროკურორს?

30.09.23 00:05
არჩევნებზე რუსები უნდა ჩამოეყვანა საქართველოში - რა დავალება ჰქონდა ყოფილ პროკურორს?

რა დავალება ჰქონდა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოში 2024 წელს გასამართ არჩევნებში - პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, აშშ-ს მიერ დასანქცირებულ და რუსეთის ჯაშუშობაში მხილებულ ფარცხალაძეს ბრძანება ჰქონდა მიღებული, რაც არჩევნების წინ რუსეთიდან ხალხის საქართველოში ხმის მიცემის მიზნით ჩამოყვანას გულისხმობდა.

სამადაშვილის შეფასებით, ოთარ ფარცხალაძე არაფორმალური მმართველობის ცენტრალური არტერიაა, რომელსაც არჩევნებამდე ხალხის დაშინებას, კრიმინალის მობილიზებას ავალდებულებდნენ.

ფარცხალაძე არის ძალიან სერიოზული არტერია არაფორმალური მმართველობის და არჩევნების წინ, მათ შორის, დაშინების, კრიმინალის მობილიზების, მას ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა. მას მიეცა დავალება, რომ რუსეთიდან ჩამოეყვანა ხალხი, რომელსაც აქ ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნებოდა. ფარცხალაძე მათი ცენტრალური არტერიაა მათი და რა თქმა უნდა, ცენტრალურ არტერიას რომ დაარტყეს სანქციებით, ყველაფერს აკეთებენ, რომ დაიცვან - აღნიშნა სამადაშვილმა.

 

 

მსგავსი სიახლეები