საქართველოს სტენდის გარეშე დატოვება იქნება დიდი რეპუტაციული ზიანი - დეა მეტრეველი
პოლიტიკური საბჭოს წევრი და წიგნის სახლის ყოფილი ხელმძღვანელი დეა მეტრეველი ამბობს, რომ როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინში ვართ, საქართველოს სტენდის გარეშე დატოვება იქნება დიდი რეპუტაციული ზიანი.
მეტრეველი იხსენებს 2018 წლის ამბებს, როდესაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართველმა მწერლებმა და გამომცემლებმა ქვეყნის ღირსების და წარმატების ისტორია დაწერეს.
2018 წელს ქართველმა მწერლებმა, გამომცემლებმა, ხელოვანებმა ჩვენი ქვეყნის ღირსების და წარმატების ისტორია დაწერეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და მე მახსოვს, როგორ შფოთავდა რუსეთის კულტურის სამინისტრო, რომელიც დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო სტუმარი ქვეყანა ხდებოდა. როდესაც ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინში ვართ, ამხელა საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს ეროვნული სტენდის გარეშე დატოვება იქნება ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი". - ამბობს დეა მეტრეველი.
ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი სავარაუდოდ ქართული სტენდის გარეშე ჩაივლის... უმნიშვნელოვანესს ლიტერა-ტურულ ღონისძიებას ქართველი მწერლები, ბოიკოტის გამო არ ესწრებიან.