გორის მერია რეპრესიებშია მხილებული - ხინჩეგაშვილის უწყებას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ

30.09.23 12:23
გორის მერია რეპრესიებშია მხილებული - ხინჩეგაშვილის უწყებას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ

გორის მერია რეპრესიებშია მხილებული. ლადო ხინჩეგაშვილის უწყებას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და დევნაში ადანაშაულებენ.

გამოცემა "მოზაიკა" აქვეყნებს ანგარიშს, სადაც დეტალურად არის აღწერილი, როგორ შეიცვალა მერიის მუშაობა ხინჩეგაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ. თანხები იფლანგება, ადამიანის უფლებები ირღვევა, კანონდარღვევის ნიშნებს ხედავენ საკადრო პოლიტიკაშიც. მერიას გათავისუფლებული საჯარო მოხელეები ერთი-მეორის მიყოლებით უჩივიან. გამოცემა წერს, რომ ფაქტების და მტკიცებულებების მიუხედავად, მერიის საქმიანობით ამ დრომდე არც პროკურატურა ინტერესდება და არც სუს-ი.

დანაშაულებრივი ნიშნები იკვეთება ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა საკადრო პოლიტიკა, ბიუჯეტის ხარჯვა, მუნიციპალური ქონების მოხმარება. საგულისხმოა ისიც, რომ თითოეულ ამ ფაქტზე, ჩვენ ვცდილობდით იურიდიული და პოლიტიკური სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაგვეყენებინა იმ პირების, რომლებიც მხილებულნი იყვნენ ამ სავარაუდო დანაშაულში, მაგრამ უამრავი მიმართვის მიუხედავად, დაინტერესება არც პროკურატურისგან, არც სუს-ისგან ამ საქმეებზე არ ყოფილა". - ამბობს ექსპერტი.

 

მსგავსი სიახლეები