დამფრთხალი, შეშინებული ხელისუფლების საქციელი - ბოტკოველი "ოცნების" ახალ კანონპროექტზე

30.09.23 13:34
დამფრთხალი, შეშინებული ხელისუფლების საქციელი - ბოტკოველი "ოცნების" ახალ კანონპროექტზე

დამფრთხალი, შეშინებული ხელისუფლების საქციელი - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი, შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრების თაობაზე ცვლილებების ინიცირებას.

ბოტკოველის თქმით, პროტესტს, რაც ხალხში არსებობს, ასეთი კანონების მიღება ვერ შეაჩერებს

„ეს არის დამფრთხალი, შეშინებული ხელისუფლების საქციელი. როდესაც კანონს იღებ, სადაც წერ, რომ ქვეყანაში კარვის დადგმა არ შეიძლება, ან სამართლებრივი კონსტიტუციური პროტესტის გამოხატვის შეზღუდვებს განსაზღვრავ კანონით, ეს არის შეშინებული ხელისუფლების გადაწყვეტილება. შეიძლება ამ კანონმა იმ ადამიანებზეც იმოქმედოს, ვინც ტურისტულად აქტიურია, მთაში დადის და კარავს დგამს - დაველოდოთ, შეიძლება ასეთი კანონიც შემოიტანონ.

პროტესტს, რაც ხალხში არსებობს, ასეთი კანონების მიღება ვერ შეაჩერებს. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ბოლომდე მიიტანს იმ გამარჯვებას, რომელსაც იმსახურებს“,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ქუჩის აქციები კარვების და ბარიერების გარეშე - ქართული ოცნება ახალ რეპრესიულ კანონზე იწყებს მუშაობს. კობახიძის გუნდი კანონს ისე ამკაცრებს, რომ სამოქალაქო აქტივისტებს და პოლიტიკოსებს პროტესტის გამოხატვის სივრცე ბოლომდე შეუზღუდონ. თუ ვინმე საპროტესტო აქციაზე ახალ წესებს არ დაემორჩილება, მაშინ მას 500 ლარით დააჯარიმებენ.  

თუ სამართალდამრღვევად, აქციის ორგანიზატორს მიიჩნევენ, მაშინ მას 5 ათას ლარიან ჯარიმას გამოუწერენ. ახალ შეზღუდვებს ოცნება სუს-ის გამოძიებით ხსნის. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო გადატრიალების საქმე, აიძულებთ ადამიანებს  შეუზღუდონ პროტესტის გამოხატვის სივრცე და ფორმებიც.

მსგავსი სიახლეები