ის, რომ ხელი შეუშალონ მოქალაქეების თვითგამოხატვის შესაძლებლობას, ანტიქართული გადაწყვეტილება - კუპრაძე

30.09.23 13:44
ის, რომ ხელი შეუშალონ მოქალაქეების თვითგამოხატვის შესაძლებლობას, ანტიქართული გადაწყვეტილება - კუპრაძე

"ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძე "ოცნების" ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც სამოქალაქო აქტივისტებს და პოლიტიკოსებს პროტესტის გამოხატვის სივრცეს ბოლომდე უზღუდავს, ანტიქართულს და ანტიდემოკრატიულს უწოდებს.

კუპრაძის თქმით, "ოცნება" , ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე ამკაცრებს და ამკაცრებს მოქალაქეთა შეკრების საწინააღმდეგო კანონმდებლობას.

ყველა ეს ახალი რეგულაცია მიემართება იქითკენ, რომ ხელი შეუშალონ მოქალაქეების თვითგამოხატვის შესაძლებლობას, რაც არის ანტიდემოკრატიული, ანტიქართული და ანტიეროვნული გადაწყვეტილება. "ოცნება" რაც ხელისუფლებაში მოვიდა, ამკაცრებს და ამკაცრებს მოქალაქეთა შეკრების საწინააღმდეგო და ხელისშემშლელ კანონმდებლობას. ეს სამოქალაქო აქტივისტების დაკავებებით დაიწყო". - ამბობს კუპრაძე. 

ქუჩის აქციები კარვების და ბარიერების გარეშე - ქართული ოცნება ახალ რეპრესიულ კანონზე იწყებს მუშაობს. კობახიძის გუნდი კანონს ისე ამკაცრებს, რომ სამოქალაქო აქტივისტებს და პოლიტიკოსებს პროტესტის გამოხატვის სივრცე ბოლომდე შეუზღუდონ. თუ ვინმე საპროტესტო აქციაზე ახალ წესებს არ დაემორჩილება, მაშინ მას 500 ლარით დააჯარიმებენ.  

თუ სამართალდამრღვევად, აქციის ორგანიზატორს მიიჩნევენ, მაშინ მას 5 ათას ლარიან ჯარიმას გამოუწერენ. ახალ შეზღუდვებს ოცნება სუს-ის გამოძიებით ხსნის. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო გადატრიალების საქმე, აიძულებთ ადამიანებს  შეუზღუდონ პროტესტის გამოხატვის სივრცე და ფორმებიც.

მსგავსი სიახლეები