საპენსიო სესხი, რომლითაც ივანიშვილის საბანკო ოლიგარქია გძარცვავთ, უნდა დასრულდეს - ხაბეიშვილი

30.09.23 14:00
საპენსიო სესხი, რომლითაც ივანიშვილის საბანკო ოლიგარქია გძარცვავთ, უნდა დასრულდეს - ხაბეიშვილი

თბილისში პენსიონერთა ფორუმი იმართება. ამ  ღონისძიებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "სტრატეგია აღმაშენებელმა" ახალი კამპანია დაიწყეს.

ფორუმის ფარგლებში, პენსიონერებს პოლიტიკოსები 
საპენსიო სესხის გაუქმებასა და მამაკაცებში საპენსიო ასაკის დაწევაზე ესაუბრებიან.

ვაშაძე-ხაბეიშვილის ალიანსის ფარგლებში უკვე შექმნილია პენსიონერების საინიციატივო ჯგუფი, რომელიც სამომავლოდ ამ საკითხებზე უფრო მეტს იმუშავებს.

ახლა ხელში მიჭირავს ბატონი იური ტუღუშის სესხის ქვითარი - წარმოიდგინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ფოტო მიჭირავს ხელში; წარმოიდგინეთ, რომ ეს ახლა არის ბიძინას სახე და გეტყვით რატომ: აქ, ამ ქვითარზე წერია, რომ ბატონმა იურიმ 1990 ლარი ისესხა. ამ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და რამდენს ახდევინებენ თქვენი აზრით 1990 ლარზე? 2500 ლარს - არა, 3000 ლარს - არა, არც 3500, არც 4000, არც 4500-ს, 4800 ლარს ახდევინებენ. ეს არის ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური, ქურდული, მახინჯი, მავნებლური მმართველობის მაგალითი, ფოტოსურათი ბიძინა ივანიშვილის ყაჩაღობის.

საპენსიო სესხი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის საბანკო ოლიგარქია გძარცვავთ, უნდა დასრულდეს, პენსიონერებს სესხები უნდა გაუნულდეთ - ამასთან, მამაკაცებში საპენსიო ასაკის 60 წლამდე დაწევა უნდა მოხდეს, სანამ ისეთი ეკონომიკური დოვლათი არ შეიქმნება, რომ ამ ადამიანებს ღირსეული სამუშაო და შემოსავალი ჰქონდეთ". - განაცხადა ხაბეიშვილმა.