"ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” კოალიციამ, პენსიონერთა პირველი ფორუმი გამართეს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" კოალიციამ პენსიონერთა I ფორუმი გამართა. ღონისძიების მთავარ საკითხს საპენსიო სესხების განულება და მამაკაცების საპენსიო ასაკის 60 წლამდე დაწევა წარმოადგენდა.
“გამარჯვების კოალიციის" ლიდერებმა, ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ პენსიონერების პრობლემები მოისმინეს და შეკრებილ საზოგადოებას კონკრეტული სამოქმედო გეგმაც გააცნეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პენსიონერთა ფორუმები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მომავალშიც გაიმართება.