კახა კალაძემ თბილისელებს თბილისობის დღესასწაული მიულოცა

30.09.23 15:11
კახა კალაძემ თბილისელებს თბილისობის დღესასწაული მიულოცა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისელებს თბილისობის დღესასწაული ორბელიანის მოედნიდან მიულოცა.

კალაძემ საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობა და ეკონომიკური გაძლიერება უსურვა.

„მინდა მივულოცო ყველას, ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს, ამ ქალაქის მცხოვრებლებს, სტუმრებს დღევანდელი დღე. ხედავთ, როგორი სასიამოვნო გარემოა. უამრავი ადამიანია გამოსული. დღეს და ხვალ სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება ორბელიანის მოედანზე, მის მიმდებარე ქუჩებზე, რიყის პარკში. გაიმართება საბავშვო კონცერტები. ამინდი, განწყობა შესანიშნავია. მობრძანდით, ყველას გელოდებით და კიდევ ერთხელ გულწრფელად გილოცავთ ჩვენი ქალაქის დღეს.

რა შეიძლება ვუსურვოთ? - პირველ რიგში მშვიდობა, რადგან მშვიდობას მართლაც არ აქვს ალტერნატივა; ეკონომიკური გაძლიერება, რომ ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები იყვნენ ბედნიერები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქში სახალხო დღესასწაული „თბილისობა 2023“ მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები