შიშს აქვს დიდი თვალები - ხაბეიშვილი "ოცნების" ახალ რეპრესიულ კანონპროექტზე
შიშს აქვს დიდი თვალები - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი "ოცნების" ახალი საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გულისხმობს.
ხაბეიშვილის თქმით, რაც არ უნდა კანონები წერონ და იკითხონ, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ, საბოლოო ჯამში, ხალხის ნებას ვერ გაექცევიან.
შიშს აქვს დიდი თვალები და ამიტომ იყურებიან ახლა გაფართოებული, შეშინებული თვალებით. სწორად ეშინიათ, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება არც ქვეყნის რუსეთიზაციას, არც იმას, რომ ევროპულ კურსს უხვევს რუსული პარტია და არც მონობას არ აპირებს ქართველი ხალხი. რაც არ უნდა კანონები წერონ და იკითხონ, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ, საბოლოო ჯამში, ხალხის ნებას ვერ გაექცევიან“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ქუჩის აქციები კარვების და ბარიერების გარეშე - ქართული ოცნება ახალ რეპრესიულ კანონზე იწყებს მუშაობს. კობახიძის გუნდი კანონს ისე ამკაცრებს, რომ სამოქალაქო აქტივისტებს და პოლიტიკოსებს პროტესტის გამოხატვის სივრცე ბოლომდე შეუზღუდონ. თუ ვინმე საპროტესტო აქციაზე ახალ წესებს არ დაემორჩილება, მაშინ მას 500 ლარით დააჯარიმებენ.
თუ სამართალდამრღვევად, აქციის ორგანიზატორს მიიჩნევენ, მაშინ მას 5 ათას ლარიან ჯარიმას გამოუწერენ. ახალ შეზღუდვებს ოცნება სუს-ის გამოძიებით ხსნის. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო გადატრიალების საქმე, აიძულებთ ადამიანებს შეუზღუდონ პროტესტის გამოხატვის სივრცე და ფორმებიც.