მეუფე შიოს წიგნის პრეზენტაცია და პრემიერის მილოცვა პატრიარქის მოსაყდრეს
ეროვნულ ბიბლიოთეკაში მეუფე შიოს წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. პატრიარქის მოსაყდრემ წარადგინა ნამუშევარი, რომელიც ღირსი ალექსი მე-19 -ის მოღვაწეობას ეძღვნება. მონოგრაფიაში შესწავლილია ღირიი მამის ცხოვრების და მოღვაწეობის ყველაა სფერო.
წიგნშია შეტანილი ახლად მიკვლეული საარქივო მასალაც. პრეზენტაციას ესწრებოდნენ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც.
პრემიერის განცხადებით, ჩვენს ისტორიაში არაერთი ადამიანია, რომელთა ღვაწლი, ჩვენი სამშობლოსთვის თავდადება უფრო მეტ აღიარებასა და დაფასებას იმსახურებს, მათ შორისაც, განსაკუთრებულია ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია).
მეუფე შიო, მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო თქვენდამი, რომ პატივი დამდეთ და თქვენი ნაშრომის საზოგადოებისთვის წარდგენაზე მომიწვიეთ. ჩვენს ისტორიაში არაერთი ადამიანია, რომელთა ღვაწლი, ჩვენი სამშობლოსთვის თავდადება უფრო მეტ აღიარებასა და დაფასებას იმსახურებს; მათ შორისაც, განსაკუთრებულია ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია) - გამოჩენილი სასულიერო მოღვაწე და საეკლესიო მწერალი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს ქვეყანაში სულიერების შენარჩუნებაში, სამონასტრო ცხოვრების განვითარებაში, ქართული ენისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის საქმეში.
მოხარული ვარ, რომ მეუფე შიოს ეს მეცნიერული ნაშრომი ჩვენს თანამედროვეებს უკეთ გააცნობს ჩვენი ისტორიის ამ დრამატულ პერიოდს და მისი ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწის - მამა ალექსი სენაკელის უდიდეს დამსახურებას ჩვენი ქვეყნის წინაშე
მეუფე შიო, კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენი შრომის ამ მნიშვნელოვან შედეგს, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ და გისურვებთ წარმატებებს". - განაცხადა პრემიერმა.