ვერაფრით ვერ მოვერგებით ექსტრემისტული დაჯგუფებების ინტერესებს - "ოცნება" დაანონსებულ ახალ კანონზე
"ოცნება" ამბობს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გულისხმობს, საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება.
ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ვერაფრით ვერ მოერგება ექსტრემისტული დაჯგუფებების ინტერესებს.
ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მოხდება კანონმდებლობაში, ეს იქნება, ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ვერაფრით ვერ მოვერგებით ჩვენ, ვერც საზოგადოება და ვერც ქვეყანა, ვერც ხელისუფლება დესტრუქციული, ექსტრემისტული, როგორც ახალგაზრდული ისე ძველგაზრდული სამ, ათ და ოცკაციანი დაჯგუფებების ინტერესებს. შესაბამისად, მიღებული იქნება ყველა ზომა, რომელიც მოემსახურება საზოგადოებრივ წესრიგს" - აცხადებს ბექა ოდიშარია.
ქუჩის აქციები კარვების და ბარიერების გარეშე - ქართული ოცნება ახალ რეპრესიულ კანონზე იწყებს მუშაობს. კობახიძის გუნდი კანონს ისე ამკაცრებს, რომ სამოქალაქო აქტივისტებს და პოლიტიკოსებს პროტესტის გამოხატვის სივრცე ბოლომდე შეუზღუდონ. თუ ვინმე საპროტესტო აქციაზე ახალ წესებს არ დაემორჩილება, მაშინ მას 500 ლარით დააჯარიმებენ.
თუ სამართალდამრღვევად, აქციის ორგანიზატორს მიიჩნევენ, მაშინ მას 5 ათას ლარიან ჯარიმას გამოუწერენ. ახალ შეზღუდვებს ოცნება სუს-ის გამოძიებით ხსნის. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო გადატრიალების საქმე, აიძულებთ ადამიანებს შეუზღუდონ პროტესტის გამოხატვის სივრცე და ფორმებიც.