პირდაპირ თავდასხმა დემოკრატიულ პროცესზე - სამადაშვილი "კანვასის" წევრების სუს-ში დაბარებაზე
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ "კანვასის" წევრების სუს-ში დაბარება პირდაპირ თავდასხმაა დემოკრატიულ პროცესზე.
სამადაშვილის თქმით, დემოკრატიისთვის მებრძოლი ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა რუსეთსა და ბელარუსში ხდება და "ოცნების" ხელისუფლება მის კვალზე მიდის.
დემოკრატიისთვის მებრძოლი ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა ხდება სწორედ რუსეთსა და ბელარუსში. ახლა, რუსულმა ოცნებამ ეტყობა გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ აქვს მიღებული, დაიწყოს ყველანაირი გზებით შევიწროება იმ ორგანიზაციების, რომლებიც ეხმარებიან ამომრჩევლებს ან უკეთ ინფორმირებულობაში ან აპირებენ, რომ ჩართულნი იყვნენ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების დაცვაში. ეს არის პირდაპირ თავდასხმა დემოკრატიულ პროცესზე "ქართული ოცნების" მხრიდან". - ამბობს სამადაშვილი.
რატომ გახდა გავლენიანი ორგანიზაციის წევრების დაკითხვაზე დაბარება საჭიროო? ეს კითხვა ამ დრომდე პასუხგაუცემელია.