ვიზიტორები სერბეთიდან აღმოჩნდნენ იმ ორგანიზაციიდან, ვინც დაკავებულია გადატრიალების სცენარის შედგენით - ოდიშარია

30.09.23 17:05
ვიზიტორები სერბეთიდან აღმოჩნდნენ იმ ორგანიზაციიდან, ვინც დაკავებულია გადატრიალების სცენარის შედგენით - ოდიშარია

"ოცნება" "კანვასის" წევრებს თავს ესხმის - კობახიძის გუნდი, ამერიკული პროგრამით თბილისში ჩამოსულებს, რევოლუციის და გადატრიალების სცენარის შედგენაში ადანაშაულებს.

მმართველი პარტიის წევრი ბექა ოდიშარია პირდაპირ ამბობს, რომ ვიზიტორები სერბეთიდან აღმოჩნდნენ იმ ორგანიზაციიდან, ვინც დაკავებულია გადატრიალების სცენარის შედგენით.

„ჩვენი მეგობარი ქვეყნის, მეგობარი სერბეთიდან მობრძანებული ვიზიტორები აღმოჩნდნენ ისეთი ორგანიზაციის ხელმძღვანელები და დამფუძნებლები, რომლებიც ძირითადად დაკავებულები არიან რევოლუციების და გადატრიალების სცენარების შედგენითა და განხორციელებით. 

მინდა დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები და საზოგადოების თითოეული წევრი, ფეხი არ ჩაეტევათ. საქართველო ეს ის ქვეყანა არ არის, როდესაც შესაძლებელი იყო მავნე რევოლუციური თუ ფსევდო-რევოლუციური ძალების მიერ სახელმწიფო გადატრიალების განხორციელება. დღეს სახელმწიფო სტრუქტურები სულ სხვა დონეზეა, ინსტიტუციები სხვაგვარად ძლიერია, შესაბამისად, ვერანაირი ორგანიზაციების კონსულტაციები ვერ უშველის ჩვენს ხელმოცარულ ოპოზიცია". - ამბობს ოდიშარია

რატომ გახდა გავლენიანი ორგანიზაციის წევრების დაკითხვაზე დაბარება საჭიროო? ეს კითხვა ამ დრომდე პასუხგაუცემელია.

მსგავსი სიახლეები