გარკვეული ჯგუფი საქართველოში დესტაბილიზაციის პროცესებისთვის არის ჩამოსული - ვოლსკი
"ოცნების" წევრი გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ ამერიკული პროგრამით თბილისში ჩამოსული სერბები, რომლებიც გუშინ სუს-ში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ, საქართველოში დესტაბილიზაციის პროცესებისთვის არის ჩამოსული.
ვოლსკის თქმით, მათი მიზანია, რომ ახალგაზრდები გარკვეული ქმედებებისათვის მოამზადონ.
მთავარი თემა არის შედეგის მიღწევა, ევროკავშირში საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხთან დაკავშირებით, რომ არ მიეცეს არანაირად კანდიდატის სტატუსი, რათა ამან შემდეგ გამოიწვიოს დესტაბილიზაციის პროცესების განვითარება. ამ მიზნით არის ჩამოსული გარკვეული ჯგუფი, რომ ამ მიზნით ამ ვითარებაში მოამზადოს ახალგაზრდები გარკვეული ქმედებებისათვის". - ამბობს ვოლსკი.
რატომ გახდა გავლენიანი ორგანიზაციის წევრების დაკითხვაზე დაბარება საჭიროო? ეს კითხვა ამ დრომდე პასუხგაუცემელია.