ეს არის 90-იანებში დაბრუნება - ნანუაშვილი "ოცნების" დაანონსებულ ახალ კანონზე

30.09.23 17:27
ეს არის 90-იანებში დაბრუნება - ნანუაშვილი "ოცნების" დაანონსებულ ახალ კანონზე

დაბრუნება 90-იანებში, ევროპულ სტანდარტებთან აცდენით - ასე აფასებს ყოფილი სახალხო დამცველი ოცნების დაანონსებულ ახალ კანონს.

უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ დიქტატორულ და ავტორიტარულ ქვეყნებში არის მსგავსი შეზღუდვები და ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყანაში არ გაიმართოს მასობრივი და ხანგრძლივი აქციები.

ეს, შეიძლება, პირდაპირ ითქვას, რომ არის დაბრუნება 90-იანი წლების სტანდარტებზე. ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას, გამოხატვისა და შეკრების რეალიზაციას, ისე საერთაშორისო სტანდარტებს. შეიძლება, პირდაპირ ითქვას, რომ მხოლოდ დიქტატორულ და ავტორიტარულ ქვეყნებში არის მსგავსი შეზღუდვები. ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყანაში არ გაიმართოს მასობრივი და ხანგრძლივი აქციები და არ იქოს პროტესტის ფორმები". - ამბობს უჩა ნანუაშვილი. 

ქუჩის აქციები კარვების და ბარიერების გარეშე - ქართული ოცნება ახალ რეპრესიულ კანონზე იწყებს მუშაობს. კობახიძის გუნდი კანონს ისე ამკაცრებს, რომ სამოქალაქო აქტივისტებს და პოლიტიკოსებს პროტესტის გამოხატვის სივრცე ბოლომდე შეუზღუდონ. თუ ვინმე საპროტესტო აქციაზე ახალ წესებს არ დაემორჩილება, მაშინ მას 500 ლარით დააჯარიმებენ.  

თუ სამართალდამრღვევად, აქციის ორგანიზატორს მიიჩნევენ, მაშინ მას 5 ათას ლარიან ჯარიმას გამოუწერენ. ახალ შეზღუდვებს ოცნება სუს-ის გამოძიებით ხსნის. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო გადატრიალების საქმე, აიძულებთ ადამიანებს  შეუზღუდონ პროტესტის გამოხატვის სივრცე და ფორმებიც.

 

მსგავსი სიახლეები