ექსკლუზივი: ჰქონდა თუ არ გეგმაში, "კანონიერი ქურდის" დაჯგუფებას ოპოზიციონერი დეპუტატის მკვლელობა? - ვინ იყო დამკვეთი?

30.09.23 20:40
ექსკლუზივი: ჰქონდა თუ არ გეგმაში, "კანონიერი ქურდის" დაჯგუფებას ოპოზიციონერი დეპუტატის მკვლელობა? - ვინ იყო დამკვეთი?

"ნოდარ მელაძის შაბათის" მორიგი ხმაურიანი ექსკლუზივი - ჰქონდა თუ არ გეგმაში, "კანონიერი ქურდის" ნოდარ "გლდანსკის" დაჯგუფებას საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის მკვლელობა, ან იმ სიმძიმის დაზიანებების მიყენება რომ ირაკლი ეძგვერაძეს დამოუკიდებლად გადაადგილება ვეღარ შესძლებოდა?!

"შაბათის ეთერის" გუნდმა მოიპოვა ვიდეომასალა, რომელიც გლდანში ოპოზიციის წინააღმდეგ მოწყობილ სისხლიან ანგარიშსწორებას ასახავს. კადრები ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმიდან რამდენიმე წუთშია გადაღებული და მასში ჩანს, რომ ავტოფარეხში, სადაც საკრებულოს წევრს სავარჯიშო დარბაზი აქვს მოწყობილი, დეპუტატ ეძგვერაძესა და მის მეგობრებს, ოცზე  მეტი თავდამსხმელი ფიზიკურად უსწორდება, რამდენიმე წუთში ავტოფარეხიდან პროცესები ეზოში ინაცვლებს, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ბანდა, ცივი იარაღით ხელში, გადარჩენის მიზნით, ტერიტორიას გარიდებულ პირებს მისდევს.

თავდასხმის პოლიტიკური მოტივი, ვიდეოჩანაწერიდანვე დგინდება, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა და მისი დაჯგუფება, ხმამაღლა ყვირის, რომ ირაკლი ეძგვერაძეს თავს მხოლოდ იმის გამო დაესხნენ რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" წევრია.

ვიდეომასალის დეტალური გაშიფვრის შემდეგ, "შაბათის ეთერმა" ჩხუბში მონაწილე პირების ვინაობა დაადგინა - თავდასხმას "კანონიერი ქურდის" ნოდარ შუკაკიძის ძმა, გუჯა შუკაკიძე მეთაურობს. ევროკავშირის ქვეყნებიდან დეპორტაციის შემდეგ შუკაკიძემ გვარი შეიცვალა და ახლა ის ოფიციალურ დოკუმენტებში ელგუჯა ჩოხელად არის რეგისტრირებული.

კადრებით, რომელიც "ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს, ირკვევა იცის, რომ თავდასხმა ოპოზიციონერ დეპუტატზე მინიმუმ ორჯერ მოხდა. ნოდარ "გლდანსკის" დაჯგუფება დარწმუნებული იყო, რომ მძიმედ ნაცემი ირაკლი ეძგვერაძე გადაადგილებას ვეღარ შეძლებდა და ტერიტორიას გაერიდა, თუმცა ამ დროს, ტანსაცმელშემოხეული ეძგვერაძე ავტოფარეხიდან გამოდის და მის დანახვაზე ისმის შეძახილი, "აქეთ დაარტყი ახლა". მაშინვე, ავტომანქანა, BMW ეძგვერაძის მიმართულებით იძვრება. პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ეძგვერაძისთვის მანქანის შეჯახებას მეორედ ცდილობენ.

"ქართული ოცნების" მართული, "კრიმინალური ავტორიტეტის" ნოდარ "გლნდანსკის" დაჯგუფება, არც მცირეწლოვან ბავშვებს ერიდება, გოგონა ბებიასთან ერთად ამ დღეს სასწაულით გადაურჩა.

ვინ მართავდა მანქანას, რომლითაც საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე შეჯახება ორჯერ სცადეს. ეს გლდანელი "პუშკინაა", იგივე გიორგი მჭედლიშვილი. ის ჯგუფური თავდასხმის ერთ ერთ მეთაური იყო. თავდაპირველად "პუშკინა" დეპუტატსა და მის გარემოცვას ხელკეტით შეიარაღებული უსწორდებოდა, შემდეგ კი კამერა აფიქსირებს რომ მანქანის საჭესთან სწორედ ის ჯდება. რამდენიმე წამში კი უკვე შეჯახების ბრძანებას იღებს.

"პუშკინა" არ დაუკავებიათ. ის შაბათის ეთერს დაემალა, სატელეფონო კომენტარისას თქვა, რომ 22 სექტემბერს "ვარჯიშობდა". 

"პუშკინა", რომელიც ოპოზიციონერ დეპუტატსა და მის მეგობვრეობს ხელკეტით დასდევდა და ეძგვერაძისთვის მანქანის შეჯახებას ორჯერ ცდილობდა, კანონიერი ქურდის ნოდარ შუკაკიძის ძმის ელგუჯა შუკაკიძის შვილის ნათლიაა.

ელგუჯა და "პუშკინა" თავდასხმის ორგანიზატორები იყვნენ. ამავე "კანონიერი ქურდის" მეორე ძმის ლევან შუკაკიძის ძმადნაფიცი და შვილის ნათლიაა, თბილისის საკრებულოში კახი კალაძის ახლო მეგობარი კონსტანტინე ზარნაძე.

კონსტანტინე ზარნაძე "შაბათის ეთერთან" ამტკიცებს, რომ ე.წ. კანონიერი ქურდს საერთოდ არ იცნობს. "ქურდის ძმებს" კი მხოლოდ როგორც რიგით ამომრჩევლებს ისე ხვდება.

კახი კალაძის რჩეულმა დეპუტატმა, ალბათ რიგითი ამომრჩევლის სტატუსით გადაიღო ეს ფოტო, ავტომობილში მის მიერ უარყოფილ "ქურდის" ძმასთან, ლევან შუკაკიძესთან ერთად. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, მათ არა მხოლოდ მეგობრობა, არამედ ნათლ-მირონიც აკავშირებთ. სანდო წყაროს მიერ დადასტურებული ცნობით, "ქართული ოცნების" დეპუტატი ზარნაძე, ლევან შუკაკიძის შვილის, გუჯას ნათლიაა.

"შაბათის ეთერი" დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა თავდასხმის ღამეს ზარნაძეს კალაძესთან კავშირი?

კოტე ზარნაძეს "შაბათის ეთერმა" სთხოვა ეჩვენებინა 22 სექტემბრის შემომავალი და გამავალი ზარები.  სატელეფონო კომუნიკაციის სიაში, ეჭვს იწვევს, ნომერი სახელად "G G" ხომ არ არის ეს გუჯა "გლდანსის" ნომერი?!ზარნაძე ამტკიცებს, რომ ზარი ამ პირთან პაციენტის დაფინანსებას ეხებოდა და არა გლდანში დაგეგმილი ანგარიშსწორების დაგეგმვას. ზარნაძე ამ პირთან მიმოწერის ჩვენებაზე უარს ამბობს. 

 

მსგავსი სიახლეები