მე აქ ვარ თითოეული ქართველის დასახმარებლად და მივაღწევ, რომ ცხოვრება მათთვის ადამიანური და ღირსეული გახდეს - სააკაშვილი

01.10.23 10:09
მე აქ ვარ თითოეული ქართველის დასახმარებლად და მივაღწევ, რომ ცხოვრება მათთვის ადამიანური და ღირსეული გახდეს - სააკაშვილი

პატიმრობიდან 2 წლის თავზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას აანონსებს. ამის შესახებ ის "ფეისბუქ" პოსტში საუბრობს.

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ რუსეთის და რუსი ოლიგარქის ტყვეობაში იმყოფება, რომლებსაც ისიც კი არ ახსოვთ, ბრალი რისთის წაუყენეს. ამის მიუხედავად, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყნის უკეთესი მომავლისა და მოქალაქეების კეთილდღეობისთვის ბრძოლას აანონსებს და წერს, რომ მის ქმედებებს უახლოეს კვირეებსა და თვეებში ყველა დაინახავს. 

უკვე 2 წელია სრულად უდანაშაულოდ ვიმყოფები რუსეთის და რუსი ოლიგარქის ტყვეობაში.
თვითონაც არ ახსოვთ რაზე მაქვს ბრალი წაყენებული და ხან "მკვლელს" მეძახიან და ხან ათასგვარ უმსგავსობას.

რა თქმა უნდა, ვნანობ, რომ უშუალოდ ომში ვერ ვეხმარები უკრაინას, მაგრამ არ ვნანობ ჩემს საქართველოში ყოფნას, იმიტომ, რომ ჩემს აქ ყოფნას აქვს სიმბოლური და პრაქტიკული მნიშვნელობა. სიმბოლურად ეს არის ამ ომის და პრორუსული რეჟიმის უსამართლობის დადასტურება და ჩემი უკან არ დახევის დემონსტრირება. პრაქტიკულად კი ყველა დაინახავს ჩემს აქტიურ ქმედებებს უახლოეს კვირებში და თვეებში.

მე აქ ვარ თითოეული ქართველის დასახმარებლად და მივაღწევ იმას, რომ ცხოვრება მათთვის ბევრად უფრო ადამიანური და ღირსეული გახდეს.
მე ეს გამიკეთებია ადრე და შევძლებ თქვენთან ერთად ახლაც!, - წერს სააკაშვილი. 

მსგავსი სიახლეები