ტყე ღარიბაშვილის სიდედრისთვის - ოპოზიცია დაუსჯელობის სინდრომზე საუბრობს

01.10.23 11:20
ტყე ღარიბაშვილის სიდედრისთვის - ოპოზიცია დაუსჯელობის სინდრომზე საუბრობს

ტყე ღარიბაშვილის სიდედრისთვის - ოპოზიცია დაუსჯელობის სინდრომზე საუბრობს.  ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ ივანიშვილმა ქვეყანაში რუსული ოლიგაქრიული ელტა შექმნა, რომელსაც ყველაფრის უფლება აქვს. მისი თქმით, იმ დროს, როდესაც ხალხი საზღვარგარეთ ლუკმა პრის საშოვნელად მიდის, პრემიერი და მისი ოჯახი რიგითი მოქალაქეების ხარჯზე მდირდება. 

ბიძინა ივანიშვილის და ბერას ქოლგის დამჭერმა ირაკლი ღარიბაშვილმა არ იკმარა ცოლისთვის ნაჩუქარი ტყე და ახლა უკვე სიდედრმა მიითვისა მეზობლად დამატებით ახალი მიწები და ახალი ტყეები. ეს არის იმ დაუსჯელობის სინდრომის ბრალი, რომელიც ივანიშვილმა შექმნა და დათესა ამ ქვეყანაში. შექმნა რუსული ოლიგარქიული ელიტა, რომელსაც ყველაფრის უფლება აქვს, რომ მიიტაცოს ხალხის მიწები, ქონება, ტყეები, ბიუჯეტი და აი, დემონსტრაციულად დასცინონ ამ გაჭირვებულ გაუბედურებუბლ ხალხს, რომელსაც პურის ფული არ აქვს და რომელიც უცხოეტში მიდის სამუშაოდ, იმიტომ, რომ ელემენტარული ლუკმა-ური გამოუგზანონ თავიანთ ცოლებს, - ამბობს ნადირაძე.

"ლელოს" წევრი ლანდა გალდავა სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს და ამბობს, რომ საჭიროა ჩინოვნიკებმა განმარტებები გააკეთონ. 

ვხედავთ, რომ ეს დაუსჯელობის სინდრომია, ვხედავთ, რომ კორუფციული საგამოძიებო უწყებების მუშაობა არის არაეფექტური. უფრო მეტიც, ისინი არ მუშაობენ ამ მიმართულებით და შესაბამისად, ეს არის სტიმულატორი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მუშაობს საჯარო სექტორში, რომ თუ ისინი მოიპარავენ გადასახადების გადამხდელებისგან გადახდილ თანხას, ისინი იქნებიან დაუსჯელები. უახლოეს მომავალში უნდა გაკეთდეს განმარტება ყველა მაღალი რანგის ჩინოვნიკის მიერ შესაძლო კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო, - ამბობს ლანა გალდავა. 

აღმოჩენილია ირაკლი ღარიბაშვილის ზამთრის რეზიდენციის მიმდებარედ ახალი ტერიტორია, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიდედრის სახელზე გადაფორმდა. 

ბაკურიანის ტყეს აქ უკვე ახალი სახელი აქვს - "პრემიერის ასახვევი". "შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიდედრი ბაკურიანის ტყის პირას ახალი ტერიტორიების მფლობელი გახდა. 

მსგავსი სიახლეები