11 წელი "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან - რას ჰპირდებოდნენ და რა გააკეთეს?
11 წელი "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან - რას ჰპირდებოდნენ და რა გააკეთეს? შეიცვალა თუ არა ამ დროის განმავლობაში ხალხის ცხოვრება უკეთესობისკენ? "პირველები" რიგით მოქალაქეებს ესაუბრა.
ხალხი პირდაპირ ამბობს, რომ არცერთი დაპირება ივანიშვილსი ხელისუფლების მხრიდან არ შესრულდა.
მაგათი მოსვლის დღე რატომ არ დაიწვა?! ყველას გაგვიჭირდა! "ქართული ოცნებისგან" რა მივიღეთ? მოტყუება, დაბრალება წინა ხელისუფლების, ლაპარაკი... არ ვიცი, ძლიან ცუდ სიტუაციაშ ვართ. ტყუილების ად აბუჩად აგდების მეტი არაფერი მახსენდება, - ამბობს მოქალაქე.
კიდევ ერთი მოქალაქე ამბობს, რომ დაპირება ბევრი იყო, თუმცა არაფერი შერულებულა.
რა შეიცვალა? პირიქით, რა დღეში ჩაგვყარეს ხალხი! დაპირება ბევრი იყო, მაგრამ შესრულება რომელი იყო, ესაა მთავარი, - ამბობს მოქალაქე.
ხალხი ამბობს, რომ გაჭირვებული ხალხისთვის ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია და ცხოვრება ყოველდღიურად უფრო რთული ხდება.
ვისაც ჰქონდა, იმას მისცა ყველაფერი, ცხოვრება, ქონება! გაჭირვებული ხალხისთვის მაგათ არაფერი გაუკეთებიათ, გაჭირვებული ხალხი ისევ გაჭირვებულად არჩა, მდიდარი ისევ მდიდრად დარჩა. პირიქთ, მიდის და მიდის უარესობისკენ ყველაფერი, - ამბობს რიგითი მოქალაქე.