ელექტრონული არჩევნები გორსა და კასპში - ოპოზიციის შეფასებით, პროცესი ხარვეზებით მიდის

01.10.23 12:10
ელექტრონული არჩევნები გორსა და კასპში - ოპოზიციის შეფასებით, პროცესი ხარვეზებით მიდის

გორსა და კასპში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება. მოქალაქეები ოლქის მაჟორიტარებს ირჩევენენ. ეს არის პირველი შემთვევა, როცა კენჭისყრა ახალი წესით, ელექტორნულად მიმდინარეობს. 15 მაჟორიტარულ ოლქში სულ 97 საარჩევნო უბანია გახსნილი.

როგორც იცით, კენჭისყრა 8:00 საათზე ყევლა საარჩევნო უბანში გაიხსნა. შევახსენებ ამომრჩევლებს, რომ დღეს გორსა და კასპში ტარდება პარლამენტის შუალედური არჩევნები, ხოლო გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნები. როგორც იცით, ეს არცევნები განსაკუთრებულია იქიდან გამომინარე, რომ ფართო მასშტაბით საარჩევნო ადმინისტრაცია იყენებს ნოვაციის სახით საარცევნო ტექნოლოგიებს. ფაქტობრივად, ეს არცევნები არის გზამკვლევი 2024 წლის არცევნებისთვის, რატა ჩვენ ჩართულ ხმარეებთან ერთად კიდევ ერთხელ ვნახოთ პრაქტიკაში აპარატების ფუნქციონირება და მათი ეფექტიანი გამოყენების ასპექტები, რათა დარჩენილ პერიოდშ ჩვენ კიდევ ერთხელ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ბიზნესპროცესების გაუმჯობესებასა და გავითარებას ასეთი საჭიროების შემთხვევაში, - ამბობს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი. 

ოპოზიციის შეფასებით, პროცესი ხარვეზებით მიდის. არჩევნებში "ოცნება",  ფაქტობრივად, მარტო, კონკურენტის გარეშეა დარჩენილი. სადაც მოწინააღმდეგე ჰყავთ, ოპოზიციას ეჭვი არ ეპარება, რომ ესეც ფორმალობის ნაწილია. 

ჩვენს ხელთ არსებული ონფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის რიგ უბნებზე, პრაქტიკულად, ვერ მუშაობს ცესკოს აპარატურა. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ბოიკოტს უცხაებს ღევანდელ არცევნებს და დასტურდება იმით, რომ აქტივობა, პრაქტიკულად, არ არის. „ქართული ოცნების“ სისხლიანი რეჟიმის ფარსში მონაწილეობის მიღება მუნიციპალიტეტის მოსახლეობას არ სურს, - ამბობს ენმ-ს წევრი ბექა ქორჩილავა.

გორი-კასპის გაერთიანებულ მაჟრიტარულ ოლქში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნებიდან" გიროგი ხოჯევანიშვილმა გაიმარჯვა, თუმცა მოგვიანებით ხოჯევანიშვილი ჯერ ოპოზიციაში გადავიდა, შემეგ კი საერთოდ მანდატი დატოვა. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა შუალედური არცევნების ჩანიშვნა. 

 

მსგავსი სიახლეები