ცვლილებები მანიფესტაციის შესახებ კანონში - სამოქალაქო აქტივისტები პროტესტს აანონსებენ

01.10.23 12:29
ცვლილებები მანიფესტაციის შესახებ კანონში - სამოქალაქო აქტივისტები პროტესტს აანონსებენ

პარლამენტი რეპრესიული კანონის განსხილველად, სამოქალაქო აქტივისტები კი პროტესტის გამოსახატად ემზადებიან. მანიფესტაციების კანონში ცვლილებებს მოქალაქეები ხვალ ქუჩიდან გააპროტესტებენ. სამოქალაქო საზოგადოება ფიქრობს, რომ ეს რუსული კანონის გაგრძელებაა. არც პოლიტიკოსებს და არც აქტივისტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ აქციებზე ახალი წესების ამოქმედებით ხელისუფლებას ხალხის პროტესტის ჩახშობა უნდა.

დაუდგენელიაა რა წესები ამოქმედდება კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში. უცნობია, რა შეიძლება ჩათვალონ აქციაზეე აკრძალულ ნივთად; იქნება ეს კარავი, საყვირი, დინამიკი თუ სცენა?

სამოქალაქო საზოგადოება ფიქრობს, რომ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა კვდება.

ეს არის იმის მცდელობა, რომ ხალხი დააშინონ, დისკრედიტაცია მოახდინონ მათი ოპონენტების და უბრალოდ, ხალხი არ გამოვიდეს სამომავლოდ ქუჩაში, რადგან იციან, რომ მათი დღეები არის დათვლილი და აპირებენ, ბევრად უფრო დამაზიანებელი კანონების და ინიციატივების მიღებას, ვიდრეს ეს იყო რუსული კანონი. ჩემი აზრით, ხალხი უნდა იყსო ფხიზლად, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი. 

სამოქალაქო აქტივისტები აღნიშნულ კანონპროექტს ევროინტეგრაციის და ევროპული ღირეულებების წინააღმეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ. 

ეს არის, პირველ რიგში, გადადგმული ნაბიჯი კიდევ ერთი კონკრეტული და მკაფიო ნაბიჯი ევროკავშირის, ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ. ეს არის ერთგვარი საბოტაჟი ზუსტად იმისკენ, რომ საბოლოოდ ქვეყანამ ვერ მიიღოს თუ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, იმიტომ, რომ მსგავსი ფუნდამენტრუი უფლებების შეზღუდვა უტყამს ევროპულად და ევროკავშირის ღირეულებებს, - ამბობს აქტივისტი. 

მსგავსი სიახლეები