11 წელში ადამიანებმა ამ ქვეყანაში თავიანთი მომავლის რწმენა დაკარგეს - დავით ჭიჭინაძე
ყველაზე დიდი იმედგაცრუება, - ასე აფასებს მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერი "ქართული ოცნების" მმართველობის 11 წელს. დავით ჭიჭინაძის თქმით, ის ოპტიმიზმი, რომელიც "ოცნების" მოსვლის შემდეგ არსებობდა, სრულად გაქრა და ქვეყანა, ფაქტობრივად, 90-იან წლების ნიშნულს უბრუნდება.
ჭიჭინაძე ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობა საკუთარ მომავალს ამ ქვეყანას აღარ უკავშირებს და ქვეყნიდან გარბის.
ყველაზე დიდ იმედგაცრუებად შეიძლება ჩაითვალოს ეს 11 წელი, იმიტომ, რომ გარკვეულწილად, პირველ ეტაპზე გადადგმული ნაბიჯები, რომელიც რაღაც ოპტიმიზმს აჩენდა, შემდეგ, განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში აბსოლუტურად ყველანაირად იქნა გადახაზული და საქართველო ალბათ 90-იანი წლების ნიშნულს უბრუნდება იმდენად მძიმე და იმდენად უპერპსექტივო ცხოვრებაა დღეს ქვეყანაში. ამას აჩვენებს ქვეყნიდან ხალხის გაქცევის მაჩვენებელი. 11 წელში ადამიანებმა საერთოდ რწმენა დაკარგეს ამ ქვეყანაში თავიანთი მომავლის და ისინი აღარ უკავშირებენ საკუთარ მომავალს ამ ქვეყანას და ცდილობენ, გაიქცნენდა თავს უშველონ, - ამბობს ჭიჭინაძე.