ხაბეიშვილი: ბოროტება, რომელსაც ივანიშვილი ჰქვია და 11 წელია ძარცვავს ქვეყანას, ყველამ ერთად უნდა დავასრულოთ
ბოროტება, რომელსაც ივანიშვილი ჰქვია და 11 წელია ძარცვავს ქვეყანას, ყველამ ერთად უნდა დავასრულოთ, - ამის შესახებ ქუთაისში ჩასული ენმ-ს თავმდჯომარე საუბრობს. ლევან ხაბეიშვილმა ის პრობლემები ჩამოთვალა, რომელიც ხელისუფლებამ მისი მმართველობის 11 წლის განმავლობაში შექმნა.
ოპოზიცონერი ლიდერი ამბობს, რომ ქვეყანა აუცილებლად გავიტარების გზას დაუბრუნდება, მიხეილ სააკაშვილი კი თავისუფლებაზე იქნება.
ჩემს უკან არის პარლამენტი, რომელიც არის მონუმენტი ბოროტების, თუ როგორ შეიძლება გაანადგურო შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, თუ როგორ შეიძლება გაანადგურო ერთი კონკრეტული ქალაქი, მაგრამ მარტივი რამე მინდა ვიკითხო, ქუთაისის პარლამენტი აშენებულია „ნაციონალური მოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილის და გელათმა რა დაუშავა ბიძინა ივანიშვილს? როცა ჩვენს ეროვნულ სიმდიდრეს, კულტურულ მემკვიდრეობას პირდაპირი მნიშვნელობით ჯალათეას, თეა წულუკიანის ხელით ანგრევს ბიძინა ივანიშვილი.
საქართველოს პარლამენტი დაბრუნდება ქუთაისში, დიახ ჩვენი ასი ათასობით ემიგრანტი უნდა დაბრუნდეს ქუთაისში, დიახ აუცილებელია წყალტუბოს განვითარება, დიახ უმნიშვნელოვანესია პუტინის ტყვე, მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი და დიახ, ევროკავშირისკენ ჩვენ უნდა ვიაროთ სწრაფად, ოღონდ ეს ბოროტება, რომელსაც სახელად ჰქვია ბიძინა ივანიშვილი და 11 წელია ძარცვავს ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებს, ყველამ ერთად აუცილებლად უნდა დავასრულოთ", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა