პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტი არალეგიტიმურია - თინათინ ერქვანია
სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურა არალეგიტიმურია და საფუძველი არ აქვს, -ამ შეფასებას საკონსტიტიციო სასამართლოში პარლამენტის ყოფილი წარმომადგენელი აკეთებს. თინათინ ერქვანია "პირველებთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ პრეზიდენტი არ არის ვალდებული, მთავრობას ყველაფერში დაეთანხმოს, რადგან ის პირდაპირ არჩეული თანამდებობის პირი და პოლიტიკური პარტიებისგან დამოუკიდებელი სუბიექტია.
ისტორიულ პროცესამდე ორი დღე რჩება. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმის სამუშაო მაგიდაზე ახლა "მოსამართლის მეგობრის" მოსაზრება დევს, რომლის ავტორიც სწორედ თინათინ ექრვანიაა. მისი თქმით, თუ ამ მოსაზრებას სასამართლო არ გაითვალისწინებს, ქვეყანა დიდი რეპუტაციული რისკის წინაშე აღმოჩნდება.
პრეზიდენტის წინააღმეგ წარმოებული საქმე, იმპიჩმენტის პროცედურა ცალსახად არის არალეგიტიმური. „არალეგალურს“ განგებ არ ვიყენებ, იმტიომ, რომ თანხმობის ვალებბულების სტანდარტი, რომელიც „დაარღვია“ პრეზიდენტმა, გათვალისწინებულია კონსტიტუციით. მაგრამ ეს კონსტიტცუიაში 2017-18 წლის რეფორმის შედეგად აღმოჩნდა. ყველა დასავლურ საპარლამენტო რესპუბლიკების ფარგლებში მოქმედი კონსტიტუციებს რომ გადახედოთ, თანხმობა მთავრობისა საგარეო წარმომადგენლობის, ეს პირდაპირ კნსტიტუციაშ ასახული არ არის. ეს არაპირდაპირ კონსტიტუციის მიღმა არსებულ კონსტიტუციური ჩეულებების ფარგლებში კოორდინირების პროცედურებს მოიცავს, თანხმობითი პროცედურა, რომელსაც ჰქვია Constitution conventions ანუ ე.წ. მატერიალური კონსტიტუციური სამართალი, დაუწერელი კონსტიტუციური სამართალი და რომლის ფარგლებშიც, მაგალიტად, 2018 წელს მატარელაც კი, იტალიის პრეზიდენტი იმპიჩმენტის საფრთხის წინაღე აღმოჩნდა, იმიტომ, რომ მტავორბის წარდგენისას ერთ-ერთი კანდიდატი დაბლოკა. პირდაპი არის არჩელი ქალბატონო სალომე ზურაბიშვილი და პირდაპირ არჩეულ პრეზიდენტს მოარგეს არაპირდაპირ არჩეული საპარლამენტო რესპუბლიკის სტანდარტი, რაც პრობლემატურია. ამიტომ, არაპირდაპირ არჩეული პრეზიდენტი სხვა მოდელით ფუნქციონირებს. პირდაპირ არჩეულ პრეზიდენტს ძლიერი ლეგიტიმაცია აქვს, - ამბობს ერქვანია.
სასამართლოს მეგობრის სტატუსით სარგებლობა საქართელოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება სახალხო დამცველზე მახვილდება.
სახალხო დამცველი პირველი უნდა იყოს დღეს, ვისაც უნდა შეჰქონდეს ამიკუსი საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს აქტიურობა, ამ შემთხვევაში გამოიწვია სახალხო დამცველის პასიურმა მიდგომამ ზოგადად, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ, რადგან მიმდსინარე კონსტიტუციური კრიზისების ფარგლებში სახალხო დამცველი უნდა აქტიურობდეს, საკუთარ ხმას უნდა იმაღლებდეს და რეალურად, უნა გაიმუხტოს ეს პოლიტიკური კრიზისები სამართლებრივი არგუმენტებით და იმდენად არასწორი კონსტიტუციური პრაქტიკა ყალიბდება, ჩემი თავი ავლებულად ჩავთვალე როგორც პროფესორმა, როგორც რიგითმა მოქალაქემ და როგორს სახალხო დამცველობის ყოფილმა კანდიდატმა ხმა ამემაღლებინა, - ამბობს ერქვანია.
"პირველები" დაინტერესდა, გეგმავს თუ არა ომბუდსმენი მსგავსი მოსაზრებით სასამართლოს მიმართოს, თუმცა სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, რომ ასეთი სიახლე მათ არ აქვთ.