საბჭოთა კავშირის მერე არ მეგონა, რომ უარესი მოვიდოდა - იულონ გაგოშიძე "ოცნების" მმართველობაზე

01.10.23 15:08
საბჭოთა კავშირის მერე არ მეგონა, რომ უარესი მოვიდოდა - იულონ გაგოშიძე "ოცნების" მმართველობაზე

ისტორიკოსი იულონ გაგოშიძე "ქარფთული ოცნების" მმართველობას აფასებს და ამბობს, რომ საქართელო ასეთ ცუდ დღეში არასდროს ყოფილა. მეცნიერის თქმით, მოქმედი ხელისუფლება მართვის მეთოდად მოსყიდვას, სიცრუეს და ძალადობას იყენებს. 

56 წლის ვიყავი, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა და მე არ მეგონა, რომ იმაზე უარესი რამე მოვიდოდა. საშინელებაა, უკან წავედით. ერთი სიტყვით, მოხდა ის, რაც მოხდა ძალიან ბევრ ქვეყანაში. ჩვენ ვართ პოსტსაბჭოთა სივრცეში. მემკვიდრეობით მიიღეს ყველაფერი ცუდი, რაც იმათ ჰქონდათ და დაამატეს ახალი. ისიც ცუდი. მართვის მეთოდად შერჩეული აქვთ მოსყიდვა, სიცრუე და ძალადობა. ასეთ ცუდ დღეში საქართველო არასდროს ყოფილა, - ამბობს იულონ გაგოშიძე. 

მსგავსი სიახლეები