თუ ქოცებს არ დავამთავრებთ, ქვეყანა აღარ გვექნება - გია ბუღაძე

01.10.23 15:20
თუ ქოცებს არ დავამთავრებთ, ქვეყანა აღარ გვექნება - გია ბუღაძე

"ქართული ოცნების" 11 წლიან მმათველობას მხატვარი გია ბურაძე "უბედურებად" აფასებს. ხელოვანი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება არჩევნებამე დარჩენილ დროს ძალადობასა და ოპონენტების დასჯაში გაატარებს. მისი თქმით, მოიმატებს კორფუციაც.

გია ბუღაძე პირდაპირ ამბობს, რომ თუ "ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლას ისევ მოაცხერხებს, ქართველებს ქვეყანა აღარ ექნებათ. 

ეს 11 წელი არის ტრაგიკული ამბავი საქართველოს ისტორიაში. ამ მმართველობამ უბედურების მეტი არაფერი მოიტანა. ინგრევა, ფაქტობრივად, ყველა ინსტიტუცია ჩამოშლილია, აბსოლუტურად არ მუშაობს და გამდიდრდა რამდენიმე ასეული ოჯახი და მასთან დაკავშირებული სრულიად მონად ქცეული რამდენიმე ათასი ოჯახი. ეს არის უბედურება საქართველოსთვის და თუ ჩვენ ქოცებს არ დავამთავრებთ, 4 წელი თუ ესენი დარჩებიან, ჩათვალეთ, რომ ჩვენ ქვეყანა არ გვექნება. ეს წელი იქნება საშინელება. ეს იქნება დასჯების, მკვლელობების, არანორმალური კორუფციის წელი, იმიტომ, რომ შეხედეთ, როგორ მდიდრდებიან ესენი და როგორ ღარიბდება საზოგადოება, - ამბობს ბუღაძე. 

მსგავსი სიახლეები