თუ ვინმეს იმპიჩმენტია დასაწყები, ეს ნათია თურნავა და პრემიერი ღარიბაშვილია - ნინო ლომჯარია
ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტი არასწორია და სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუცია არ დაურღვევია. ყოფილი ომბუდსმენის თქმით, თუ ვინმეს წინააღმეგ იმპიჩმენტის პროცედურაა დასაწყები, ეს ნათუა თურნავა და პრემიერი ღარიბაშვილია.
მე არ ვთვლი ცასლახად, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია. პირიქით, ის მოქმედებდა საქართველოს კონსტიტუციის არაერთი მუხლის შესაბამისად, რაც ავალდებულებს ყველა კონსტიტუციურ ორგანოს, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტსაც, რომ იმოქმედოს და გააკეთოს ყველაფერი საქართველოს შესაძლებლობის ხელშესაწყობად ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. თუ ვინმეს იმპიჩმენტია დასაწყები და ვინმეს მიერ კანონის და კონსტიტუციის დარღვევა სახეზეა, ეს არის ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტი, რომელმაც დაარღვია დადასტურებულად კონსტიტუცია. და ეს არის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც, დიდი ალბათობით, ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება კორუფციის სახით, - ამბობს ლომჯარია.
მოქმედ ომბუდსმენთან დაკავშირებით ლომჯარია კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ კოლეგის სახელით ვერ ისაუბრებს.
მე არ მივცემ თავს უფლებას, რომ ჩემი კოლეგის სახელით ვისაუბრო. მე მაქვს ჩემი პოზიცია და ის გაგაცანით, - ამბობს ლომჯარია.