ცემა, გინება და თმებით თრევა - შსს ახალ სკანდალში ეხვევა

01.10.23 17:21
ცემა, გინება და თმებით თრევა - შსს ახალ სკანდალში ეხვევა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ სკანდალში გაეხვა. "პირველების" ხელშია სამხრე კამერის ჩანაწერები, სადაც გარკვევით ისმის, როგორ აგინებენ და შემდეგ აკავებენ პოლიციელები მოქალაქეებს. თბილისში სამართალდამცველებმა ახალგაზრდებს ჯერ აგინეს, შემდეგ ცემეს და ბოლოს დასისხლიანებულები დააკავეს. ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთ-ერთი დაკავებულის დედასაც, რომელიც შვილს გადაეფარა.

ჩანაწერში კარგად ჩანს, რომ პოლიცია ახალგაზრდებს შენიშვნას გინების გამო აძლევს, თუმცა მოქალაქეები პასუხობენ, რომ არ იგინებიან, რის შემდეგაც გზას აგრძლებენ.ა მის შემდეგ ისმის, როგორ ეძახის ერთ-ერთი პოლიციელი ახალგაზრდებს. სწორედ ამის შემდეგ სამხრე კამერა ითიშება. 

ერთ-ერთი დაკავებული დედა "პირველებთან" ამბობს, რომ პოლიციელებმა ახალგარზრდების პროვოციება ტავად მოახდინეს. ისინი მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ თუ რამის ტავი ჰქონდათ, მათთან საჩხუბრად მისულიყვნენ.

უბრალოდ, ვუთხარი პატრულს, რატომ იგინები? იქ ჩემი შვილია და იმან წამიერი პაუზა გააკეტა და ისევ ხელმეორედ შეიგინა. ხელი ასე ასწია, „მე ამათი დედაო“ და დაამთავრა ის სიტყვა ბოლომდე. ეუბნებოდა, რომ აბა, ვნახოთ, რა ბიჭები ხართ! აბა, მოდით ჩემთან!“ და თან დედას აგინებდა. რომ წამოაყენეს სერგი ფეხზე, უკვე ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა, ღრძილებიდან სისხლი მოსდიოდა და ნანაც ნაცემი იყო, იმიტომ, რომ სერგიზე მოქნეული წიხლი ნანასაც რამენჯერმე მოხვდა. მერე ეს ქალბატონი, რომელიც წამოაყენეს, უკან კიკინა ჰქონდა გაკეთებული, თმაში მოჰკიდეს ამ კიკინაზე ხელი, უკვე დამხმარე პატრული რომ მოვიდა, რომელიც გამოიძახეს და თმით აქაჩეს ეს ქალბატონი. კიდეც თქვა იმ პოლიციელმა, რა ძლიერი ქალნატონი ყოფილხართო და გვერდზე გადააგდეს, - ყვება ქალი. 

ძალის გადამეტების ფაქტზე საგამოძიებო უწყებას მოკვლევა დაწყებული აქვს. გამოკითხეს დაკავებული ახალგაზრდები და მათი ოჯახის წევრები, თუმცა არცერთი პოლიციელი არ დასჯილა.  ისინი ისევ თანამდებობებზე რჩებიან.

 

მსგავსი სიახლეები