საიდან აქვს პრემიერს ოჯახს დიდძალი შემოსავალი? - "ოცნება" კითხვას ვერ პასუხობს
საიდან აქვს პრემიერს ოჯახს დიდძალი შემოსავალი? - "ქართულ ოცნებას" ღარიბაშვილთან კითხვები არ აქვს. გია ვოლსკი "პირველების" მიერ დასმულ ამ შეკიტხვას პირდაპირ ვერ პასუხობს, თუმცა ამბობს, რომ პრემიერმა ამ საკიტხზე განმარტებები უკვე გააკეთა.
ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში კორუფცია, ფაქტობრივად, არ არის და საქართელო ამ საკითხში ევროკავსირის ბევს ქვეყანას უსწრებს.
როცა უნდათ, პენსიონერად მოიხსენიებენ ღარიბაშვილის მშობლებს და როცა უნდათ, ბიზნესმენად. ეს გააჩნია კონიუქტურას. ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთა პრემიერ-მინისტრმა განცხადება, მას დასამალი არაფერი აქვს და საკმაოდ აშკარად ილაპარაკა. მაჩვენებლებით ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ ამ მაჩვენებლით, რომ კორუფციის აღქმა საქართველოში არის ძალიან დაბალ დონეზე, - ამბობს ვოლსკი.
აღმოჩენილია ირაკლი ღარიბაშვილის ზამთრის რეზიდენციის მიმდებარედ ახალი ტერიტორია, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიდედრის სახელზე გადაფორმდა.
ბაკურიანის ტყეს აქ უკვე ახალი სახელი აქვს - "პრემიერის ასახვევი". "შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიდედრი ბაკურიანის ტყის პირას ახალი ტერიტორიების მფლობელი გახდა.