პრემიერის ახალი სკანდალი - გადამალა თუ არა ღარიბაშვილმა ქონება სიდედრის სახელზე?
თვითმფრინავის სკანდალის შემდეგ ბაკურიანის მიწა - აღმოჩენილია პრემიერის სიდედრის სახელზე გაფორმებული მიწა. მაია პაპიაშვილი ღარიბაშვილის ოჯახში კიდევ ერთი პენსიონერია, ვისაც არც ბიზნესი აქვს და არც სამსახური, მაგრამ ამის მიუხედავად, უძრავი ქონების შეძენა შეუძლია.
ნასყიდობის ხელშეკრულებაში, რომელიც შაბათის გუნდმა გაასაჯაროვა, ჩანს, რომ ნუნუ თამაზაშვილის დედამ 930 კვადრატული მეტრი მიწა სესხის გარეშე, ნაღდი ანგარიშსწორებით შეიძინა.
ოპოზიციას აქვს ეჭვი, რომ ბაკურიანის ტყის სიახლოვეს მიწა, რეალურად, ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის და ის სიდედრის სახელზე აქვს გადამალული. კორუფციის მკვლევრებმა დღეს ღიად თქვეს, რომ ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტები, როგორც მინიმუმ, სახელმწიფოს ხარჯზე ქონების დაგროვების კლასიკური მაგალითია.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.