1 დღე ისტორიულ პროცესამდე - რატომ არ იცავს ომბუდსმენი პრეზიდენტს "ოცნებისგან"?

01.10.23 20:41
1 დღე ისტორიულ პროცესამდე - რატომ არ იცავს ომბუდსმენი პრეზიდენტს "ოცნებისგან"?

 

რატომ არ იცავს სახალხო დამცველი პრეზიდენტს "ქართული ოცნებისგან"? გამოცდილი იურისტები ფიქრობენ, რომ მმართველი პარტიის მხარდაჭერილ ომბუდსმენს ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა არ უნდა. არადა, ლევან იოსელიანია ის პირი, ვისაც საკუთარი მანდატის გამოყენებით კონსტიტუციური კრიზისის განმუხტვა შეუძლია.

ახლა, წესით, მოსამართლეთა ცხრა კაციან შემადგენლობას მაგიდაზე უნდა ედოს სახალხო დამცველის აპარატში მომზადებული ამიკუსი, სადაც წერია, რატომ არ შეიძლება უცხოეთში გამართული ვიზიტების გამო პრეზიდენტის გადაყენება.

ზურაბიშვილის იმპიჩმენტი დღეს კონსტიტუციის მცოდნეებმა არალეგიტიმურად გამოაცხადეს. განმარტეს, რომ პრეზიდენტი არ არის ვალდებული, მთავრობას ყველაფერში დაეთანხმოს, რადგან ის პირდაპირ არჩეული თანამდებობის პირი და პოლიტიკური პარტიებისგან დამოუკიდებელი სუბიექტია.

სასამართლო დავა ოფიციალურად სამშაბათს დღის 12:00 საათზე იწყება. ეს არის პირველი შემთხვევა ქვეყნის ისტორიაში, როცა მოქმედ პრეზიდენტს იმპიჩმენტს უპირებენ.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები