გაღარიბებული ხალხი და გამდიდრებული ჩინოვნიკები - ივანიშვილის პარტიის შეუსრულებელი დაპირებები

01.10.23 20:50
გაღარიბებული ხალხი და გამდიდრებული ჩინოვნიკები  - ივანიშვილის პარტიის შეუსრულებელი დაპირებები

გაღარიბებული ხალხი და გამდიდრებული ჩინოვნიკები - ასე ხვდება "ქართული ოცნება" მმართველობის მე-11 წლისთავს. დღეს პრემიერი და კიდევ რამდენიმე პოლიტიკური ლიდერი იყო, ვინც "მშვიდობით და უპრეცედენტო მიღწევებით" ტრაბახობდა. ეკონომიკური რეფორმებით, რომელიც რიგით მოქალაქეებამდე ჯერ არ მისულა.

ივანიშვილის პარტიას შეუსრულებელი დაპირებების გამო აკრიტიკებენ ისინიც კი, ვისთან ერთადაც "ოცნების" დამფუძნებელმა  2011 წელს კოალიცია გააკეთა და "ნაციონალური მოძრაობა" დაამარცხა.

კრიტიკას ვერ უძლებს საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა. მმართველობის 11 წლისთავს "ოცნება" სტრატეგიულ პარტნიორებთან გაფუჭებული ურთიერთობებით და რუსეთთან მჭიდრო კავშირებით ხვდება.

ამას ემატება შიდა პრობლემები, ჩამოშლილი სახელმწიფო ინსტიტუციები, კორუფცია, ნეპოტიზმი, კლანის მართული სასამართლო, ოპოზიციის დევნა და მედიის მარწუხებში მოქცევა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ დღეს ღარიბაშვილის ავტორიტარული  მმართველობის საყრდენი  კრიმინალური დაჯგუფებები არიან.

შეუსრულებელი დაპირებები - ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟი

 

მსგავსი სიახლეები