უკონკურენტო შუალედური არჩევნები გორსა და კასპში დასრულებულია - ზოგიერთ უბანზე აპარატურა გაუმართავი იყო
უკონკურენტო შუალედური არჩევნები გორსა და კასპში დასრულებულია. საარჩევნო უბნები დახურულია, ბიულეტენზე მხოლოდ ორი კანდიდატი იყო, "ქართული ოცნებიდან" გიორგი სოსიაშვილი და "სოციალური სამართლიანობიდან", მამუკა ტუსკაძე.
მოქალაქეებმა სასურველი კანდიდატი ელექტრონული წესით აირჩიეს, თუმცა ყველგან არა, რადგან ზოგიერთ უბანზე აპარატურა გაუმართავი იყო. რაც შეეხება აქტივობას - ხუთი საათისთვის საარჩევნო უბნებზე 31 ათასს 888 ამომრჩეველი მივიდა, რაც დაახლოებით 17 პროცენტია.