ჩვენ საქართველოში იქამდე დავრჩებით, სანამ საჭირო იქნება - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი
თქვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, დიმიტიროს კარაბალისი ისინი საქართველოში იქამდე დარჩებიან, სანამ საჭირო იქნება.
მისივე თქმით, ათ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში სტაბილურობის უზრუნველყოფასა და დაძაბულობის შემცირებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
ბოლო 15 წლის განმავლობაში, ჩვენი ყოფნა ადასტურებს ევროკავშირის ერთგულებას მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობაში"- განაცხადა დიმიტიროს კარაბალისმა.
კარაბალისმა რუსეთის აგრესიაზეც ისაუბრა:
თითქმის 600 დღის წინ რუსეთმა წამოიწყო არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრა უკრაინაში. იმის მიუხედავად, რომ ომს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საქართველოში უსაფრთხოების გარემოზე, აქამდე ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ უსაფრთხოების საკითხის გაუარესება არ დაფიქსირებულა. სიტუაცია მყიფე რჩება და ჩვენ ეს შედარებით სტაბილურობად არ უნდა მივიჩნიოთ. შეიძლება, სიტუაცია სწრაფად შეიცვალოს, რაც მეზობელ ქვეყნებში უკვე ვნახეთ.
კვლავ ვრჩებით ჩვენი მისიის ერთგული, რაც ადგილობრივების ცხოვრებისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ჩვენ საქართველოში იქამდე დავრჩებით, სანამ საჭირო იქნება"- დასძინა მან.