პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოდან უწყება მიიღო - რას იზამს ზურაბიშვლი

02.10.23 11:03
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოდან უწყება მიიღო - რას იზამს ზურაბიშვლი

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოდან უწყება უკვე მიიღო. პრეზიდენტს ბათუმში ელოდებიან. თუ ზურაბიშვილი პროცესზე თავად არ ჩავა, ეს შეიძლება მის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული.

ამის პარალალურად, სამოქალაქო სექტორი საბოტაჟზე ალაპარაკდა, რომ "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს, ხოლო ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე ორი კვირით ადრე პრეზიდენტის გადაყენების სასამართლო პროცესის ჩანიშვნა საქართველოს ევროპული არჩევანის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად ფასდება.

"ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილის თქმით, იმაზე საუბარი, რომ სასამართლო დამოუკიდებლად მოქმედებს უბრალოდ ხალხის დაცინვაა. მისი თქმით, სასამართლო აკეთებს იმას, რასაც ხელისუფლება ავალებს.

ვფიქრობ, რომ საუბარი იმაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებლად მოქმედებს ამ შემთხვევაში, ან მოქმედებს კანონის და კონსტიტუციის დღის წესრიგიდან გამომდინარე უბრალოდ ხალხის დაცინვაა. სასამართლოსაც ამ შემთხვევაში აკეთებს იმას, რასაც ავალებს მათ ხელისუფლება და თუ ხელისუფლება ცდილობს, რომ მძებნოს გზები, როგორ განახორციელოს ზეწოლა პრეზიდენტზე, შესაძლოა ამიტომ კეთდება ეს განცხადება იმიტომ, რომ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით საკუთარი ინტერესების დაცვა შეუძლია ყველას, მათ შორის პრეზიდენტს", - ამბობს "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი.

"ქართული ოცნების" წევრის, ალუდა ღუდუშაურის თქმით, სასურველია, ზურაბიშვილი პირადად წარსდგეს პროცესზე, რადგან ეს მისი მორალურად ვალდებულია.

რაც შეეხება მესამე სექტორის განცხადებებს ღუდუშაური ღიად ამბობს, რომ ეკა გიგაურის შეფასებებს არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს, რადგან მისი თქმით, "განცხადებებს ისეთივე ნულის ფასი აქვს, როგორც მაგალითად ხაბეიშვილის".

არა მგონია ბატონ მერაბ,ა ასეთი რამე თქვას, რომ პირადად უნდა იყვნენ მაინცდამაინც წარმოდგენილები მხარეების, სასურველი არის, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში, რომელიც არის ღიად შემჩნეული კი არა პირდაპირ დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ მას აქვს კონსტიტუცია დარღვეული არაერთგზის და არაერთხელ, საურველი არის, რომ წარსდგეს და მე ვფიქრობ, რომ ის ერთგვარად ვალდებულიც არის მორალურადაც. ქალბატონი გიგაურის განცხადებებს არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ის არის არც მეტი არც ნაკლები მხარე, რომელიც არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და ქალბატონი კაპიტანი გიგაურის განცხადებას ისეთივე ნულის ფასი აქვს, როგორც მაგალითად ხაბეიშვილის და ახლა კიდევ ჭიჭე ვაშაძის განცხადებაში", - ამბობს "ქართული ოცნების" წევრი, ალუდა ღუდუშაური.

მსგავსი სიახლეები