ქვეყანაში კარვების გაშლა აიკრძალება - მანიფესტაციის კანონში რეპრესიულ ცვლილებს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ
ქვეყანაში კარვების გაშლა აიკრძალება - აქციებით შეშინებული "ქართული ოცნება" ახალი რეპრესიული კანონის დამტკიცებას სასწრაფო წესით იწყებს. ბიუროს სხდომაზე დღეს განიხილავენ შვიდი დეპუტატის მომზადებულ პროექტს, რომელიც აქციების დროს მოქალაქეებს ახალ შეზღუდვებს უწესებს.
შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის ახალ ვერსია უკვე გამოაცხადეს სახიფათოო პროექტად. ოპოზიცია ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლება საფრთხეშია. ღარიბაშვილის გუნდი პუტინის სტილში მოქმედებს. შეზღუდვების ამოქმედება არჩევნებამდე ერთი წლით ადრე და კანდიდატის სტატუსის მიღებამდე რამდენიმე კვირით ადრე უნდათ.
თუ ვინმე საპროტესტო აქციაზე ახალ წესებს არ დაემორჩილება, მაშინ მას 500 ლარით დააჯარიმებენ. თუ სამართალდამრღვევად, აქციის ორგანიზატორს მიიჩნევენ, მაშინ მას 5 ათას ლარიან ჯარიმას გამოუწერენ. ახალ შეზღუდვებს ოცნება სუს-ის გამოძიებით ხსნის. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო გადატრიალების საქმე, აიძულებთ ადამიანებს შეუზღუდონ პროტესტის გამოხატვის სივრცე და ფორმებიც.
ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.