"პოლიტიკური შიზოფრენია რთულად იკურნება" - კარასინი ზურაბიშვილს თავს ესხმის

02.10.23 11:29
"პოლიტიკური შიზოფრენია რთულად იკურნება" - კარასინი ზურაბიშვილს თავს ესხმის

"ქართული ოცნების" მსგავსად, საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი აკრიტიკებს. 

"პოლიტიკური შიზოფრენია რთულად იკურნება, ქალბატონო პრეზიდენტო!" - წერს Telegram-ზე კარასინი. 

"საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მორიგი ღრმააზროვანი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, თუ უკრაინა წინააღმდეგობას არ გაუწევს, საქართველო და ბალტიის ქვეყნები შესაძლოა იყვნენ შემდეგი, რომლებსაც რუსეთი თავს დაესხმება.

პოლიტიკური შიზოფრენია რთულად იკურნება, ქალბატონო პრეზიდენტო. რატომ არ ახსენეთ ამ შემთხვევაში მეტად შორეული სამიზნეები - გერმანია, შვეიცარია ან მალტა? განა უფრო ადვილი არ არის გავიხსენოთ, ცივი ომის დასრულების შემდეგ და იმ დაპირების შემდეგ, რომ NATO აღმოსავლეთისკენ არ გაფართოვდებოდა, როგორ დაიწყო NATO-ს სამხედრო პოლიტიკურმა ბლოკმა და მისმა საცეცებმა არასამთავრობო სტრუქტურების სახით ნახტომებით რუსეთთან მიახლოება. აღმოსავლეთ ევროპის, შემდეგ კი პოსტსაბჭოთა სივრცის დასავლური დამუშავების სამი ათწლეულის მიზნები აშკარაა. მათ უკვე დახურეს მჭიდრო რგოლი ჩვენი ქვეყნის გარშემო. უკრაინა არის ბოლო საზღვარი, სადაც შეიქმნა პლაცდარმი რუსეთთან დაპირისპირებისთვის. ამის მიზნებიც ნათელია.

ასე რომ, არ ღირს საკუთარი თავის შეშინება!", - წერს კარასინი Telegram-ზე. 

მსგავსი სიახლეები