"ლელო" იმპიჩმენტის პროცესში ერთვება

02.10.23 11:50
"ლელო" იმპიჩმენტის პროცესში ერთვება

ლელო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში ერთვება და საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივ მოსაზრებას წარუდგენს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურმა პარტიამ.

გიორგი სიორიძის ცნობით, საკონსტიტუციო სამართლებრივ ექსპერტიზას წარუდგენენ. პარტიის მიერ მომზადებულ "სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში" დასაბუთებულია.

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, რომლის ზეპირი მოსმენაც ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება, პრეცედენტული და ისტორიული მოვლენაა.

საქმეს ბუნებრივია აქვს უდიდესი პოლიტიკური დატვირთვა და ის კარგად ავლენს დღევანდელი ქართული პოლიტიკური ცხოვრების მანკიერებებს:
ხელუსუფლების თვითნებობამ, არასამართლიანი წესებით თამაშმა, ძალმომრეობრივმა პოლიტიკამ და ტოტალური კონტროლისადმი მიდრეკილებამ მიგვიყვანა დღევანდელ კრიზისულ მდგომარეობამდე: ხელისუფლება ცდილობს ყველა ბერკეტით იბრძოლოს, ხან ძალის დემონსტრირებით, ხან სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით და დააზიანოს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა „ლელომ“ ამ პროცესში ჩართვა.
პოლიტიკურის გარდა, მეტად მნიშვნელოვანია ამ საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამართლებრივი შეფასება ქართული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისთვის.
ჩვენ, „ლელოში“ გადავწყვიტეთ, რომ ვისარგებლოთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობით და ე.წ. „სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით“ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ამით კიდევ ერთხელ ვავლენთ ჩვენს დამოკიდებულებას საქართველოს სახელმწიფო  ინსტიტუტებისადმი, რადგან ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციური განვითარება და ამ პროცესის ხელშეწყობა „ლელოს“ პრიორიტეტია.
„ლელოს“ მიერ მომზადებულ ვრცელ დასკვნაში სამართლებრივად არის შეფასებული პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძვლად ქცეული პრეზიდენტის ქმედებების კონსტიტუციასთან თავსებადობა და შემოთავაზებულია კონსტიტუციის შესაბამისი ნორმების განმარტების ხედვა.
ძირითადი არგუმენტები ეფუძნება პრეზიდენტის კონკრეტული ვიზიტების სტატუსსა და შინაარსს, პრეზიდენტისა და მთავრობის ქმედებებში კონსტიტუციის 78-ე, ევროინტეგრაციის მუხლის მნიშვნელობას პრეზიდენტისა და მთავრობას შორის კონფლიქტის გადაწყვეტას არა იმპიჩმენტის, არამედ ე.წ კომპეტენციური დავის გზით.
ჩვენ მოვუწოდებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ჩვენი არგუმენტები არ დატოვოს გათავლისწინების გარეშე!"- განაცხადა გიორგი სიორიძ.

მსგავსი სიახლეები