კობახიძე არ გამოიცხავს, რომ ზურაბიშვილმა გრიგორიადისი შეიწყალოს
"ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მარტს აქციების მონაწილე, ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალოს.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში ჩაჯდა.
ვნახეთ ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული გვარამია, პირდაპირ საუბრობდა იმაზე, რომ ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს გრიგორიადისი, პირდაპირ დაკავშირებული იმ ინფორმაციასთან, რაც დღეს სუს-ისგან მოისმინეთ. აქცენტი კეთდება ახალგაზრდების ჩართულობაზე, პირდაპირ იყო საუბარი იმაზე, რომ ახლაგაზრდებს არაფერი აქვთ დასაკარგი.
რა თქმა უდნა, ეს არის სცენარი, ახალგაზრდების მონაწილეობით ექსტრემისტული პროცესები დაგეგმვა. იმდენად აქტიურადაა ჩართული სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში, არ გამოვრიცხავ ასეთი ღია ნაბიჯი გადაგას რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისკენ, რასაც ქვია გრიგორიადისის შეწყალება. ეს იქნება საბოლოო გაშიშვლება იმ ალიანსის, რომელიც შემდგარია ზურაბიშვილს და ენმ-ს შორის.