4 დეპუტატთან ერთად, პირადად მივიღებ მონაწილეობას საკონსტიტუციო სასამართლოში - კობახიძე
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ის და "ქართული ოცნების" კიდევ ოთხი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზშივე დაუმტკიცებს, რომ მთავარი კანონი დაარღვია.
5 დეპუტატი ვიქნებით წარმომადგენლები იმ 80-კაციანი ჯგუფის, ვინც წარდგინება შეიტანა იმპიჩმენტის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ პირადად მივიღებთ მონაწილეობას, ხუთივე პარლამენტარი ბათუმში ამ პროცესში.
მოლოდინებს რაც შეეხება, ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი, ეს არის უმარტივესი კაზუსი, რომლის ამოხსნას არ ესაჭიროება იურიდიული კვალიფიკაცია, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი ოპტიმისტურია". - თქვა კობახიძემ.
სამი ოქტომბერი, 12:00 საათი, საქართველოს ისტორიაში პირველად, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის გასამართლებას დაიწყებს.
ახლა მთავარი პოლიტიკური ინტრიგაა, ჩავა თუ არა სალომე ზურაბიშვილი სასამართლო პროცესზე? - სალომე ზურაბიშვილს უფლება აქვს ბათუმში მხოლოდ იურისტები გააგზავნოს.