"რუსული კანონის გაგრძელებაა" - როგორ აფასებენ სამოქალაქო აქტივისტები კანონში რეპრესიულ ცვლილებებს
"რუსული კანონის გაგრძელებაა," - ასე აფასებენ სამოქალაქო აქტივისტები "ქართული ოცნების" ახალ რეპრესიულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებები შედის და მოქალაქეებს პროტესტის მიზნით უკრძალავს სცენისა და კარვების დადგმას.
როგორც სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, ხელისუფლება პრევენციას აკეთებს მოსალოდნელი მასშტაბური აქციებისთვის. როგორც აქტივისტები ამბობენ, როგორც ჩანს, მთავრობა ევროკავშირისგან დადებით პასუხს არ ელის, შესაბამისად, მოლოდინი აქვს, რომ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი იქნება და გაზრდილი ჯარიმების რაოდენობითა თუ სხვადასხვა შეზღუდვით შეეცდებიან მოქალაქეებში მუხტის ჩაცხრომას.
ეს არის ერთი მხრივ, სიგნალი აქტიური მოქალაქეებისთვის, რომ თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ იყოთ ჩართული საპროტესტო მოძრაობაში და ისინი აშკარად ელოდებიან რაღაცას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძალიან დიდი გაბრაზება, ამით მათ ეუბნებიან, რომ თუ გამოხვალთ ქუჩაში და ხმას აიმაღლებთ რეჟიმის წინააღმდეგ ან უბრალოდ არჩევნების შემდეგ დაიცავთ ხმას, დაისჯებით და უბრალოდ არ გექნებათ უფლება გამოიყენოთ სცენა, დინამიკი,“ - ამბობს ფარულავა.
იმდენად დაჩქარებული წესით შემოაქვთ ყველაფერი, რომ ბიურო და სესია სასწრაფოდ, მგონია, რომ ემზადებიან ოქტომბერ-ნოემბრისთვის, როდესაც კანდიდატის სტატუსზე პასუხი იქნება და უკვე ამათმაც იციან, რომ სტატუსს, სამწუხაროდ, არ მოგვცემენ და ვრჩებით ამათ ხელში წუმპეში და მნიშვნელოვანია რომ სწრაფად მოვიშოროთ, ეშინიათ, რომ ამ შემთხვევაში ბევრი ხალხი გამოვა,“ - ამბობს შუშანა მაცაბერიძე.