კობახიძე აშშ-ს განმარტებას სთხოვს: " რატომ აფინანსებს USAID-ი ტრენინგებს, რომლის მიზანი რევოლუციის მომზადებაა"
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, CANVAS-ის წევრები თბილისში ხელისუფლების დამხობის მასტერკლასებს ატარებდნენ, ქართული ოცნების თავჯდომარის საგანგებო განცხადება მოჰყვა.
ირაკლი კობახიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შემაშფოთებელს უწოდებს USAID-ისგან განმარტებას ითხოვს.
"როგორც გაირკვა, ეს ყველაფერი ფინანსდება შეერთებული შტატების განვითაერბის სააგენტოს მიერ, რომელსაც USAID ეწოდება, რაც ნიშნავს ამერიკის დახმარებას და მგონი ეს არ არის ამერიკის დახმარება. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება განმარტების მიღება ამასთან დაკავშირებით, რატომ დაფინანანსდა USAID-ის მიერ ასეთი ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება. გახსოვთ, ჯერ იყო აკერმანის ტრენინგები, შემდეგ იყო ფრანკლინის კლუბი, ექსტრემისტული ძალების სხვა აქტივობები, ახლა ვხედავთ ასეთი ტიპის ტრენინგს, სადაც საუბარია რევოლუციურ სცენარებზე". აცხადებს კობახიძე.
სუს-ის მტკიცებით, საქართველოში ჩამოსული სერბეთის მოქალაქეები ახალგაზრდებთან ერთად "რევოლუციის მომზადებით" იყვნენ დაკავებულები.
ლილუაშვილის უწყებაში ირწმუნებიან, რომ აღნიშნულ ტრენინგები აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით ჩატარდა.