"ოცნების" მორიგი რეპრესიული კანონი - ოპოზიციაში მმართველი გუნდის განზრახვას მოსალოდნელი აქციების შიშით ხსნიან

02.10.23 12:36
"ოცნების" მორიგი რეპრესიული კანონი - ოპოზიციაში მმართველი გუნდის განზრახვას მოსალოდნელი აქციების შიშით ხსნიან

"ქართული ოცნების" მორიგი რეპრესიული კანონი - ოპოზიციაში მმართველი გუნდის განზრახვას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მმართველი გუნდის მხრიდან კანონის გამკაცრება მოსალოდნელი მასშტაბური აქციებისადმი შიშს უკავშირდება.

"ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის თქმით, როდესაც ქვეყანა ანტიდემოკრატიულად იმართება საზოგადოებაში გროვდება ბრაზი და ამ ბრაზის გამოვლენის ერთ-ერთი საშუალება არის საპროტესტო აქციები, რისი შიშიც აქვს "ქართულ ოცნებას".

ეს ერთგვარი ახალი შემზღუდავი ძალადობრივი კანონი განპირობებულია ქართული ოცნებისგან შიშით იმიტომ, რომ როცა მართავ ანტიდემოკრატიულად და დანაშაულებრივად საზოგადოებაში გროვდება ბრაზი და ამ ბრაზის გამოვლენის ერთ-ერთი საშუალება არის საპროტესტო აქციები, რისი მოლოდინიც რა თქმა უნდა პირველ რიგში ქართულ ოცნებას აქვს. ცვლილებებში ჩაწერილი შესაბამისი პუნქტები მიუთითებს იამზე, რომ შესაძლებლობა აქვს შსს-ს განმარტოს საკუთარი შეხედულებისამებრ რიგი დეტალები საპროტესტო აქციის და უბრალოდ აგიკრძალოს ამ საფუძვლით, რომლის განმარტებაშიც შესვლა არის შემდეგ სასამართლო დავის საგანი, რაც გრძელვადიან პროცესთან არის დაკავშირებული, სინამდვილეში ეს იქნება, სამოქალაქო პროტესტის ხელშეშლა", - ამბობს "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე.

მანიფესტაციის კანონის გამკაცრება რომ სუს-ის განცხადების გაგრძელებაა, ამაში დარწმუნებულები არიან "ნაციონალურ მოძრაობაში. როგორც ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, მმართველი ძალა საპროტესტო ტალღას ელოდება და ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ მასშტაბური აქციების დროს სიტუაციის მაქსიმალურად მართვის ყველა ბერკეტი ჰქონდეს. 

ეს არის გამოძახილი იმ შიშისა, რომელიც გამოსჭვივის თუნდაც სუსის განცხადებაში, ასევე "ოცნების" ლიდერების განცხადებებში, მათ იციან ყველაზე კარგად, რომ ლეგიტიმაცია აქვთ დაკარგული, ხალხის მხარდაჭერა აქვთ დაკარგული და ელოდებიან ხალხის სამართლიან პროტესტს იმიტომ, რომ არ აპირებს არავინ შეეგუოს ქვეყნის რუსიფიკაციას და ევროპულ ინტეგრაციაზე უარის თქმას, ამიტომ უახლოეს მომავალში კარგად იციან, რომ მოსალოდნელია დიდი საპროტესტო ტალღა და ამ საპროტესტო ტალღის შიშთ მიიღეს კანონი, რომელიც მათ ჭკუაში კრძალავს ფართო მასშტაბიან დემონსტრაციებს", - ამბობს "ენმ"-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი.

მსგავსი სიახლეები