სააკაშვილი არის სრულად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების პროექტი - პაპუაშვილი

02.10.23 12:43
სააკაშვილი არის სრულად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების პროექტი - პაპუაშვილი

"მიხეილ სააკაშვილი არის სრულად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების პროექტი, რომელიც საქართველოში ხორციელდება - მისი ყველა აქტიურობა არის ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში", - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილის თქმით, სააკაშვილი უცხო ქვეყნის პროექტია, ამის დასადასტურებლად კი პარლამენტის თავმჯდომარეს სუს-ში მიმდინარე გამოძიება მოჰყავს, რომელმაც გია ლორთქიფანიძე დაადანაშაულა საქართველოში არეულობის მოწყობის მცდელობაში. როგორც პაპუაშვილი ამბობს, ლორთქიფანიძეა სწორედ ის პირი, ვინც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანას აორგანიზებდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთხელ დაასახელა უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე გია ლორთქიფანიძე, როგორც ორგანიზატორი საქართველოში არეულობისა, რომელიც ამავე დროს ბრალდებულია იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის ორგანიზატორი. მიხეილ სააკაშვილი არის სრულად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოში და ამიტომ მისი ყველა აქტიურობა ასე უნდა დავინახოთ - ეს არის ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, მით უმეტეს, რომ ის ამ ქვეყნის მოქალაქე არ არის,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები