ეს არის მიზანმიმართული საბოტაჟი ევროინტეგრაციის პროცესის - გიგაური პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

02.10.23 13:10
ეს არის მიზანმიმართული საბოტაჟი ევროინტეგრაციის პროცესის - გიგაური პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

"ეს არის მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის" - ეს განცხადება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა გააკეთა.

ეკა გიგაურის თქმით, "ქართული ოცნება" საბოტაჟს უკეთებს ქვეყნის ევროინტეგრაციას და უკვე კარგად იციან, თუ რა მოჰყვება საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს. გიგაური ამბობს, რომ "ოცნების" ქმედებები სავალალო შეცდომაა, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში.

ყველაფერი არის სპეციალურად გაკეთებული ქართული ოცნების მიერ და ეს არის მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის. იგივე გააკეთეს მათ, როდესაც დააკავეს აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ნიკა გვარამია და დღესაც ძალიან კარგად იციან მათ რა მოჰყვება იმას თუკი ისინი საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტს გააკეთებს იმ ადამიანის, რომელიც ადვოკატირებას აკეთებს ქვეყნისთვის და სტატუსის მინიჭების. ფაქტობრივად შემდეგი წლების განმავლობაში გავლენას მოახდენს ჩვენს ქვეყანაზე და რა თქმა უნდა არის სავალალო შეცდომა", - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური.

მსგავსი სიახლეები