შეიძლება მეგონოს, რომ ვარ ნაპოლეონ ბონაპარტი, მაგრამ თუ სინამდვილეში არ ვარ ბონაპარტი, ამ შემთხვევაში სხვა რამ უნდა დავამტკიცო - კობახიძე

02.10.23 13:23
შეიძლება მეგონოს, რომ ვარ ნაპოლეონ ბონაპარტი, მაგრამ თუ სინამდვილეში არ ვარ ბონაპარტი, ამ შემთხვევაში სხვა რამ უნდა დავამტკიცო - კობახიძე

"მე შეიძლება მეგონოს, რომ ვარ ნაპოლეონ ბონაპარტი, მაგრამ თუ სინამდვილეში არ ვარ ბონაპარტი, ამ შემთხვევაში სხვა რამ უნდა დავამტკიცო," - ასე სცადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იმის ახსნა, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას განსხვავებულად და არასწორად კითხულობს.

კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის სარჩელის განხილვამდე ერთი დღით ადრე ცდილობს დაამტკიცოს, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევს და ლიეტუვაში ვიზიტიც ამის დასტურია. 

მან პირდაპირ აღიარა, რომ არ აქვს უფლებამოსილება იყოს ლიეტუვაში, მაგრამ კონსტიტუციის დარღვევით მაინც აკეთებს ამას, იმიტომ, რომ მისი აზრით, მას აქვს ხალხისგან შესაბამისი მანდატი და მანდატი რას გულისხმობს, ეს გაწერილია კონსტიტუციაში.
მე შეიძლება მეგონოს, რომ ვარ ნაპოლეონ ბონაპარტი და მისი მოგვარის პაციენტები ამას ამტკიცებდნენ, მაგრამ თუ სინამდვილეში არ ვარ ბონაპარტი, ამ შემთხვევაში სხვა რამ უნდა დავამტკიცო,“ - ამბობს კობახიძე. 

 

მსგავსი სიახლეები