აბაშიძე-კარასინის ფორმატი გასაუქმებელია, რუსეთის დავალებაა, რომ იმპიჩმენტი წარმატებით დასრულდეს - სამადაშვილი

02.10.23 13:33
აბაშიძე-კარასინის ფორმატი გასაუქმებელია, რუსეთის დავალებაა, რომ იმპიჩმენტი წარმატებით დასრულდეს - სამადაშვილი

აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებას ითხოვს "ლელო". როგორც დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, ამ ტიპის ფორმატი წლებია, რაც გასაუქმებელია.

სამადაშვილი ხაზს უსვამს, რომ კარასინის გზავნილებთან თანხვედრაში მოდის "ქართული ოცნების" განცხადებები, მათ შორის, ბოლო შეურაცხმყოფელი განცხადებაც სალომე ზურაბიშვილის მიმართ. იმ ფონზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმის განხილვა იწყება, კარასინმა სალომე ზურაბიშვილი "პოლიტიკური შიზოფრენიის" მქონედ მოიხსენია.

ეს ფორმატი მრავალი წელიწადია, გასაუქმებელია და ამაზე არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება. დღევანდელ კონტექსტში, როდესაც ვხედავთ, რომ რუსული ოცნება ცდილობს პრეზიდენტის იმპიჩმენტის გზით მოკლას ყველანაირი შანსი, რომ ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, საყურადღებოა ის, რომ რუსეთის ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენლის და „ქართული ოცნების“ რიტორიკა და მათი დღის წესრიგი სრულიად ნათლად ემთხვევა ერთმანეთს. ამიტომ არის, ჩვენ რომ ვამბობთ, რომ საქართველოს მართავს ხელისუფლება, რომელიც ასრულებს რუსეთის დავალებას და რუსეთს, როგორც ჩანს, ასევე აქვს გაცემული დავალება, რომ ეს იმპიჩმენტი წარმატებით დასრულდეს,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.

მსგავსი სიახლეები