სექსუალურ დანაშაულში მხილებული 60 წლის ბიზნესმენი სასამართლოშია - პროცესი დაიხურა
60 წლის ბიზნესმენი, რომელმაც გოგონები გააუპატიურა სასამართლოშია. საუბარია, "შაბათის ეთერის" მიერ გავრცელებულ უმძიმეს ისტორიაზე, საიდანაც ირკვევა, რომ მამაკაცი არასრულწლოვანებს ნარკოტიკების მიღებასაც აიძულებდა და ემუქრებოდა.
სექსუალურ დანაშაულში მხილებულ კაცს ორი ადვოკატი იცავს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. გარდა ამისა, სახელმწიფო ბრალდებამ დააყენა შუამდგომლობა, რომ სასამართლო პროცესები სრულად დახურული იყოს, ეს შუამდგომლობა კი მოსამართლემ დააკმაყოფილა.
პროკურორის თქმით, ბრალდების მხარემ უკვე მიმართა შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვს პატიმრობას. პროკურორი ამბობს, რომ საქმეში არაერთი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, მათ შორის დაზარალებულის გამოკითხვის ოქმები და მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია.
ბრალდების მხარე, ცალსახად აღნიშნული ბრალდებულის მიმართ მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს, უკვე მიმართა აღნიშნულის შუამდგომლობით და მოითხოვს პატიმრობას. აღნიშნული მუხლები გულისხმობს გაუპატიურებას, მათ შორის გაუპატიურებას არასრულწლოვანის მიმართ, ასევე სექსუალური კავშირის იძულებას, მათ შორის არასრულწლოვანის მიმართ, 16 წელს მიუღწეველი პირის მიმართ სქესობრივ კავშირს და ასევე ფიზიკურ ძალადობას, მათ შორის არასრულწლოვანის მიმართ. რაც შეეხება მტკიცებულებებს, საქმეში წარმოდგენილი არის არაერთი მტკიცებულება, მათ შორის დაზარალებულის გამოკითხვის ოქმები, მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია. ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ ეს საქმე არის საკმაოდ სენსიტიური ეხება არასრულწლოვანებს, მათ შორის სქესობრივი კატეგორიის დანაშაულის, გამოძიება აქტიურ რეჟიმშია და ბუნებრივია ბრალდებულს აქვს ამ ეტაპზე ბრალდებულის სტატუსი. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ მოგაწვდით ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას", - ამბობს პროკურორი.