უკადრებელი რამ იკადრა "ოცნებამ", გადატრიალებაში დაადანაშაულა ნომერ პირველი სტრატეგიული მოკავშირე აშშ - წითლიძე

02.10.23 13:41
უკადრებელი რამ იკადრა "ოცნებამ", გადატრიალებაში დაადანაშაულა ნომერ პირველი სტრატეგიული მოკავშირე აშშ - წითლიძე

"უკადრებელი რამ იკადრა "ოცნებამ", გადატრიალებაში დაადანაშაულა ნომერ პირველი სტრატეგიული მოკავშირე აშშ," - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე სუს-ის მიერ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებაში USAID-ის დადანაშაულებას.

ყველაზე უკადრებელი რამ იკადრა "ქართულმა ოცნებამ", პირდაპირი ღალატი ქვეყნის უსაფრთხოების და ეროვნული საკითხის, რატომ - დაადანაშაულა გადატრიალებაში ნომერ პირველი სტრატეგიული მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატები,“ - ამბობს ანა წითლიძე.

სუს-ი ისევ ამტკიცებს, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ირწმუნებიან, რომ 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოსული სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან.  

მსგავსი სიახლეები